MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კურტუა: "მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა? ყველა ტურნირზე უნდა ვიფიქროთ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 10-02-2019, 18:25
კურტუა: "მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა? ყველა ტურნირზე უნდა ვიფიქროთ"

ტიბო კურტუამ ლა ლიგის 23-ე ტურში "ატლეტიკოსთან" (1:3) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა...

"მშვიდად ვიყავი და ცივი გონებით ვთამაშობდი. გულშემატკივრების მიერ მოწყობილ ბანერებზე ყურადღება არ მიმიქცევია. მხოლოდ თამაში მაინტერესებს. ეს არის და ეს. "ატლეტიკოში" სამი წელი გავატარე. ამ კლუბს პატივს ვცემ".

"უსიამოვნოა თუ არა ეს ჩემთვის? აქ პატივს მცემენ. "ატლეტიკოს" ქომაგები ქუჩაში მხვდებიან და ყოველივე საუკეთესოს მისურვებენ. პრობლემა იმაშია, რომ ეს დერბია, ხოლო დერბი - განსაკუთრებული მატჩია...".

"მატჩი ბევრჯერ შეჩერდა, მაგრამ მსაჯების მუშაობას პატივი უნდა ვცეთ".

"რაც შეეხება ლა ლიგას, ყოველთვის უკეთესობის უნდა გჯეროდეს. ოქტომბერი საშინელი თვე იყო, იანვარიც ცუდად დაიწყო, მაგრამ ახლა კარგად ვთამაშობთ. თავს შესანიშნავად ვგრძნობთ და პირდაპირი კონკურენტების წინააღმდეგ გამარჯვება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სხვაობის შემცირება ამ გზითაა შესაძლებელი. ბოლო მომენტამდე უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ ეს თვე გადამწყვეტი იქნება".

"მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა? ყველა ტურნირზე უნდა ვიფიქროთ. ვფიქრობ, შეუძლებელია რაიმეს მიაღწიო, თუ მხოლოდ ერთ ტურნირზე მოახდენ კონცენტრაციას".

"ახლა ყველა ფორმაშია, ტრავმები თითქმის არ არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მსოფლიო ჩემპიონატმა დაღლილობა დაგვიტოვა. ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გვიჭირდა, მაგრამ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ გუნდს მუშაობა ერთი წუთითაც არ შეუწყვეტია".

"საკუთარი მწვრთნელის შეფასება რთულია. ახლა საუკეთესო ფორმაში ვართ. ყველაფერი გვაკმაყოფილებს, ხოლო ღიმილით თამაში იოლია. არ ღირს დამშვიდება და იმაზე ფიქრი, რომ საოცრად ვთამაშობთ. შემდეგშიც უნდა ვიბრძოლოთ".

"ვინისიუსი შესანიშნავი ფეხბურთელია. მან "ნოუ კამპზე" შესანიშნავად იასპარეზა, ხოლო "ატლეტიკოსთან" შეხვედრაში პენალტი გამოიმუშავა".

მარსელო: "პსჟ" მხოლოდ ნეიმარი არ არის"

მარსელო ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე "პსჟ"-სთან გასამართი პირველი მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა......

ზიდანი: "თუ გავიმარჯვებთ, სამ ქულას მოვიპოვებთ. მეტი არაფერი"

ზინედინ ზიდანმა "ვალენსიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: ""ოქროს ბურთი"? ვფიქრობ, ყველა კითხვას პასუხი გაეცა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის მე-12 ტურში "ატლეტიკოსთან" (0:3) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: ""ბარსელონაზე" საუბარი არ მსურს. მათ ახლა რთული პერიოდი აქვთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ხეტაფესთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ნეიმარის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მაინტერესებს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 22-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.