MADRIDISTA.GE

Real Madrid News

უტკინი: "რეალი" გაზაფხულზე სულ სხვა გუნდი ხდება"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 10-02-2019, 20:25
უტკინი: "რეალი" გაზაფხულზე სულ სხვა გუნდი ხდება"

რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა ვასილი უტკინმა მადრიდის "რეალის" ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე ისაუბრა...

"უფრო და უფრო მიმყარდება აზრი იმის თაობაზე, რომ არსებობენ სხვადასხვა გუნდები, ტურნირები, ტაქტიკური სქემები და არსებობს ფეხბურთი. ეს ის თამაშია, რომელსაც მამაკაცები თამაშობენ (და ქალები ცდილობენ)".

"მაგრამ მადრიდის "რეალი" სრულიად განსაკუთრებულია. ეს სულ სხვა სახის მოვლენაა. ამასთან ერთად, მე რაღაც მასშტაბურზე არ ვსაუბრობ. ამაზე ოდნავ მოგვიანებით. "რეალს" შეუძლია ნახევარი წელიწადი სულ სხვა გუნდი იყოს, მაგრამ გაზაფხულისკენ, თებერვალი ევროპაში ხომ გაზაფხულია, სულ სხვა გუნდი ხდება".

"აქედან გამომდინარე, მე მარტივი დასკვნა გამომაქვს: "რეალი" მცენარეს ჰგავს. ერთი პერიოდი ხმელი ფოთლებითაა, შემდეგ კი მწვანდება. ან ხვლიკს, რომელიც ზამთარში ანაბიოზში იმყოფება, შემდეგ კი ბუზებს და ჭიებს დაერევა. ან შესაძლოა "რეალი" ენოტია, რომელიც გაზაფხულზე იღვიძებს, მაგრამ ის საფეხბურთო გუნდს მხოლოდ გარეგნულად ჰგავს".

"ამ თემასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს გეტყვით. იცვლებიან ფეხბურთელები, მწვრთნელები, მაგრამ გაზაფხულზე ხე-"რეალი" მწვანდება, ბაყაყი-"რეალი" ყიყინებს და მწერებს სანსლავს, ხოლო ენოტი-"რეალი" ჰიპერაქტიურ ფაზაში შედის და სანადიროდ გამოდის".

"მორჩა. ჰარვარდ-დამთავრებულებო, სიტყვა თქვენზეა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სტენფორდელები ამ თემას ხელში ჩაიგდებენ".

ნავასი "რეალს" იანვარში არ დატოვებს

კეილორ ნავასი მადრიდის "რეალს" ზამთარში არ დატოვებს და მზადაა ზაფხულამდე მოიცადოს......

მანოლასი: "ბერნაბეუს" პუბლიკა მელოდება? სასიამოვნო მოსასმენია"

"რომას" ცენტრალურმა მცველმა კოსტას მანოლასმა მადრიდის "რეალთან" გასამართი მატჩის წინ გაზეთ Marca-ს ინტერვიუ მისცა......

დანი ალვეში: "რეალი" რონალდუს გარეშე უფრო სახიფათო გახდა"

"პსჟ"-ს მცველმა დანი ალვეშმა კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" წასვლაზე კომენტარი გააკეთა......

ხუანფრანი: "შემოდგომაზე "რეალი" "ატლეტიკოზე" უკეთესი იყო. მას შემდეგ სიტუაცია შეიცვალა"

"ატლეტიკოს" მცველმა ხუანფრანმა "რეალთან" გასამართ დაპირისპირებაზე ისაუბრა......

ბეილი: "ლა ლიგაში გამარჯვების მოსაპოვებლად "რეალი" უფრო სტაბილური უნდა იყოს"

გარეთ ბეილმა ისაუბრა იმ ზეწოლაზე, რასაც კარიერის განმავლობაში განიცდის. ასევე, ლა ლიგაში მადრიდის "რეალის" საჩემპიონო შანსებიც განიხილა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.