MADRIDISTA.GE

Real Madrid News

6 გამარჯვება "აიაქსის" წინააღმდეგ

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 13-02-2019, 00:28
6 გამარჯვება "აიაქსის" წინააღმდეგ

ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში ამსტერდამის "აიაქსისა" და მადრიდის "რეალის" დაპირისპირებას ვიხილავთ. მსოფლიოს საუკეთესო კლუბს ჰოლანდიელებთან ბოლო 6 მატჩი მოგებული აქვს...

ყველა გამარჯვება ჯგუფურ ეტაპზე იქნა მოპოვებული. მადრიდელებმა მეტოქე ყველაზე დიდი ანგარიშით 2012/13 წლების სეზონში დაამარცხა: 4:1 და 1:4. 2011/12 წლების სეზონშიც იგივე განმეორდა: 0:3 სტუმრად და 3:0 შინ. 2010/11 წლების სეზონში კი "რეალმა" შინ 2:0 მოიგო, სტუმრად 0:4.

ბენზემა - 3 მატჩის მთავარი გმირი
ქარიმ ბენზემამ ამ გამარჯვებათა სერიაში 6-დან 3 მატჩში შეძლო გოლის გატანა. ფრანგმა 2010/11 წლების სეზონის ჯგუფურ ეტაპზე ამსტერდამში (0:4), ერთი სეზონის შემდეგ "ბერნაბეუზე" (3:0) მეტოქის კარი ერთხელ დალაშქრა და 2012/13 წლების სეზონში ამსტერდამელთა არენაზე (1:4) კვლავ ერთი გოლი გაიტანა. ეს უკანასკნელი გოლი ბენზემამ მაკრატელათი შეაგდო.

"რეალი" ინგლისში ბოლო ხუთი მატჩი დაუმარცხებელია

მადრიდის "რეალი" ინგლისს უბრუნდება, რათა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩი ჩაატაროს. ამჯერად, ზინედინ ზიდანის შეგირდები ლონდონის "ტოტენჰემს" დაუპირისპირდებიან......

"რეალი" - "ნაპოლი": მატჩს დამირ სკომინა განსჯის

სლოვენიელ არბიტრს ჩემპიონთა ლიგაზე "რეალის" მონაწილეობით 7 მატჩი აქვს განსჯილი......

ბენზემა "ბეტისთან" ჩატარებულ ბოლო მატჩებში შედეგიანია

ქარიმ ბენზემასთვის "ბეტისთან" ჩატარებული ბოლო ოთხი მატჩი შედეგიანი იყო......

"რეალი" აქამდე "სიტის" 2012/13 წლების ჩემპიონთა ლიგაზე დაუპირისპირდა

გუნდები ერთმანეთს ჯგუფურ ეტაპზე დაუპირისპირდნენ. "რეალმა" "ბერნაბეუზე" 3:2 იმარჯვა, სტუმრად გამართული შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.