MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სოლარი: "მარსელო ჩვენი კაპიტანი და კლუბის სიმბოლოა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 13-02-2019, 01:45
სოლარი: "მარსელო ჩვენი კაპიტანი და კლუბის სიმბოლოა"

სანტიაგო სოლარიმ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ამსტერდამის "აიაქსთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

სერხიო რამოსი

"მას შესანიშნავი ხასიათი აქვს. რამოსი საოცრად ძლიერია. ამიტომ მიიღო მონაწილეობა თითქმის ყველა მატჩში. ეს "რეალი" ისტორიაში ნაწილობრივ მისი ხასიათის გამო დარჩება. ვიმედოვნებ, რამოსის მონაწილეობით კიდევ არაერთ შეხვედრას ვნახავთ".

არჩევანი მარსელოსა და რეგილონს შორის

"ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით. დილით ვნახავთ".

მარსელო

"ის დიდი ფეხბურთელია. ჩვენი კაპიტანი და კლუბის სიმბოლო. ის სხვა ფეხბურთელების მსგავსად კარგად ვარჯიშობს".

შექება

"ასეთი პროფესია გვაქვს: ჯერ ერთი მატჩი, შემდეგ მეორე, შემდეგ მესამე... ვიღაც ამითაა დაკავებული. ჩვენ ტურნირებზე ვართ კონცენტრირებულნი. ხვალ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს და მთელი ყურადღება მასზეა მიმართული. ჩვენ კომპლიმენტებს ყურადღებას არ ვაქცევთ".

ამსტერდამი

"ამ სტადიონთან დაკავშირებით შესანიშნავი მოგონებები გვაქვს. ვიმედოვნებ, ხვალინდელი მატჩი ამ სერიას გააგრძელებს. მოახლოვებულ შეხვედრას პატივისცემით ვეკიდებით".

რეგილონი და ვინისიუსი

"დარწმუნებული ვარ, ამ გუნდის ყველა ფეხბურთელი ნებისმიერ მატჩში სათამაშოდ მზადაა".

რჩევები "აიაქსს"

"არ ვფიქრობ, რომ მათ ცუდი მატჩების სერია აქვთ. ამ მოსაზრებას არ ვეთანხმები. ისინი კარგ სეზონს ატარებენ, დინამიურად ასპარეზობენ და ერთ მუშტად შეკრულები არიან. ამსტერდამელთა რიგებში კარგი ფეხბურთელები ირიცხებიან, მაგრამ ეს ფეხბურთია. ხან ერთი, ხან მეორე მეტოქე გიპირისპირდება და მას პატივი უნდა სცე".

პინტუსი

"როგორც ფიზ-მომზადების მწვრთნელები, ასევე სამედიცინო შტაბი და ფიზიოთერაპევტები ძალიან გვეხმარებიან. ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ამ პროექტის გული - ფეხბურთელები თავს კომფორტულად გრძნობდნენ. ყველას თავისი წვლილი შეაქვს, მაგრამ მთავარი დამსახურება ფეხბურთელებს აქვთ".

ტრიპლეტი

"კარგი მატჩის ჩატარება მსურს. ისეთივე კარგის, როგორიც სამი დღის წინ. ამ მომენტისათვის ეს ჩვენი მთავარი მიზანია".

გვარდიოლა

"ვერაფერს გეტყვით".

ლოპეტეგი: "ლა ლიგაში თითოეული მატჩი გადამწყვეტია"

ხულენ ლოპეტეგიმ ლა ლიგის მე-2 ტურში "ჟირონასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ლოპეტეგი: "გუნდმა ხასიათი გამოავლინა"

ხულენ ლოპეტეგიმ International Champions Cup-ზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" (2:1) მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ხელმძღვანელობისთვის ფორვარდის ყიდვა არ მითხოვია"

ზინედინ ზიდანმა მოსამზადებელ ეტაპზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" ჩატარებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუს გაყიდვის წინააღმდეგი ვარ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "რომასთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ბუტრაგენიო: "ზიდანით ყველა აღფრთოვანებულია"

ემილიო ბუტრაგენიო "დეპორტივოსთან" (5:0) მატჩის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.