MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კურტუა: "როცა "რეალის" ღირსებას იცავ, ყველაფრის მოსაგებად თამაშობ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 13-02-2019, 13:56
კურტუა: "როცა "რეალის" ღირსებას იცავ, ყველაფრის მოსაგებად თამაშობ"

ტიბო კურტუამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ამსტერდამის "აიაქსთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

გუნდი

"ყველაზე მთავარი ისაა, რომ ერთად შევუტიოთ და თავიც ერთად დავიცვათ. დისციპლინა ყველაზე მთავარია".

მიზნები

"როცა "რეალის" ღირსებას იცავ, ყველაფრის მოსაგებად თამაშობ. ჩვენი სურვილია სამეფო თასის ფინალში გავიდეთ და ლა ლიგის მოსაგებად ბოლო ტურამდე ვიბრძოლოთ. იგივე ეხება ჩემპიონთა ლიგასაც. "რეალში" სხვა გამოსავალი არ არსებობს".

VAR ჩემპიონთა ლიგაზე

"VAR-ი მომწონს. ამის გამოცდილება მუნდიალზე მივიღე და ესპანეთის ჩემპიონატშიც. ზოგჯერ თამაშში ვერ ჩაერთვები, თუ წესები კარგად განსაზღვრული არ არის. ეს სისტემა იმისთვის შეიქმნა, რომ თამაშის მიმდინარეობას დაეხმაროს. თუმცა, ზოგჯერ ამით წაგებული რჩები. იმისათვის, რომ ფეხბურთი სამართლიანი იყოს, VAR-ი გვჭირდება".

"აიაქსი"

"ეს შესანიშნავი გუნდია. მათ კარგი ფეხბურთელები გადაიბირეს. ამსტერდამელებს შემადგენლობაში შესანიშნავი ფეხბურთელები აქამდეც ჰყავდათ... მათ ფეხბურთის თამაში იციან და სიფრთხილე გვმართებს".

ფავორიტი

"აიაქსმა" ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნის "წინააღმდეგ დაამტკიცა, რომ შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავს. ეს რთული მატჩი იქნება. კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ. გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. ხვალ არცერთი ფეხბურთელი არ იფიქრებს, რომ იოლი გასეირნება გველოდება".

შიში

"ვხედავ, რომ ახლა ჩვენი დამარცხება რთულია. ოქტომბერში ცუდი პერიოდი გვქონდა. ახლა კი მეტოქე ხედავს, რომ კარგად ვთამაშობთ და ჩვენი შიში აქვს. ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის ვიბრძოლოთ: სამეფო თასის ფინალისთვის, ლა ლიგაში ბოლო ტურამდე და ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასასვლელად".

თავისი თამაში

"მეკარეები საჯარიმოში უნდა გამოვიდნენ და გუნდთან ახლოს იყვნენ. ეს რისკია. ყველაფერი კარგად უნდა გათვალო. მეკარისთვის ეს ყოველთვის რთულია, მაგრამ გუნდისთვის მაღალი პრესინგი ყოველთვის პლუსია".

ზედიზედ მეოთხე ჩემპიონთა ლიგა

"ვფიქრობ, ეს შესაძლებელია. ყოველწლიურად ყველა ამბობს, რომ მადრიდის "რეალი" ფავორიტია. შესანიშნავი გუნდი გვყავს და დიდი გამოცდილება გვაქვს. გამარჯვების ბევრი კანდიდატია, მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ. წინ "აიაქსია".

ონანა

"მას არ გაუმართლა. არსებობს ასეთი პერიოდები, მაგრამ ეს იმ გუნდებს ემუქრებათ, რომლებიც დაცვიდან თამაშობენ. ის შესანიშნავი გოლკიპერია. ონანამ "აიაქსს" ბევრი ქულა მოუტანა".

ტრიპლეტი

"არა. მატჩიდან მატჩამდე მიზნისკენ სვლა უნდა გავაგრძელოთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს შესაძლოა მოსაწყენი გამოდგეს. ახლა სამეფო თასის საპასუხო მატჩზე ვერ ვიფიქრებთ. წინ "აიაქსია", შემდეგ "ჟირონა", "ლევანტე"... ეს სწორედ ასე უნდა იყოს. ვნახოთ, სად ვიქნებით სეზონის მიწურულს. ვიმედოვნებ, სამივე ტიტულს მოვიგებთ".

სოლარი: "ბენზემა მატჩს სასტარტოში დაიწყებს"

სანტიაგო სოლარიმ ლა ლიგის მე-20 ტურში "სევილიასთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ვარანი: "ნებისმიერის დამარცხება შეგვიძლია"

რაფაელ ვარანმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მოსკოვის "ცსკა"-სთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "გაცხელებული ბურთულები კენჭისყრაზე? ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 28-ე ტურში ბილბაოს "ატლეტიკთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "მთავარი არა ტაქტიკა, არამედ მატჩისადმი მიდგომაა"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

რონალდუ: "ფინალში ვართ! Hala Madrid!"

ფეხბურთელები "სიტისთან" გამარჯვების და ფინალში გასვლის შემდეგ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.