MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სკანდალი სასტუმროში, სადაც "რეალია" დაბინავებული. დაკავებულია ოთხი პიროვნება

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ჩემპიონთა ლიგა თარიღი: 13-02-2019, 14:26
სკანდალი სასტუმროში, სადაც "რეალია" დაბინავებული. დაკავებულია ოთხი პიროვნება

ამსტერდამის "აიაქსის" გულშემატკივართა ნაწილმა სასტუმროსთან, რომელშიც მადრიდის "რეალია" დაბინავებული, 2:30-დან 4:00 საათამდე ფეიერვერკები გაუშვეს, რათა მადრიდელებს ძილის საშუალება არ ჰქონოდათ...

ქომაგთა დაჯგუფება სასტუმრო "Okura"-სთან განლაგდა და ფეიერვერკების გაშვება დაიწყო.

სასტუმროში მომუშავე პერსონალმა პოლიცია გამოიძახა, მაგრამ პერიმეტრის გასასუფთავებლად საათნახევარი დასჭირდათ. პოლიციამ ოთხი პიროვნება დააკავა.

დილით, საუზმის დროს, ფეხბურთელების მთავარი განხილვის საგანი ღამით მომხდარი ინციდენტი იყო, რადგან მათ ფეიერვერკების გაშვების დროს ძილის საშუალება არ მიეცათ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა "რეალის" ფეხბურთელებს გასვლითი მატჩების წინ ძილს უფრთხობენ. გასულ სეზონში იგივე "პსჟ"-ს ქომაგებმაც გააკეთეს, ხოლო მეორე დღეს "რეალმა" მათი სანაქებო კლუბი დაამარცხა.



გულშემატკივარი, რომელიც ისკოსთან დანით მივიდა, დაკავებულია

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ ისკოს ისრაელი - ესპანეთის მატჩის დროს საფრთხე ემუქრებოდა......

"რეალი" სკოპიეში სასტუმრო "Aleksandar Palace"-ში დაბინავდება

გუნდი მაკედონიის დედაქალაქში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდება......

მადრიდის პოლიციამ მარადონა დაკითხა

ლეგენდარული დიეგო არმანდო მარადონა მადრიდის პოლიციამ სასტუმროში დაკითხა......

რაული ნიუ-იორკში "რეალის" ბანაკს ეწვია

რაული სასტუმრო "JW Marriott Essex House"-ს ეწვია, სადაც მადრიდის "რეალია" დაბინავებული. კლუბის ლეგენდამ ფლორენტინო პერესი, სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები მოინახულა......

ლუკასი და ხესე ფანებს შეხვდნენ

მადრიდის "რეალის" კანტერანოები სასტუმროში მყოფ გულშემატკივრებს შეხვდნენ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.