MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალი" 2014 წლიდან დაუმარცხებელია იმ მატჩებში, რომლებშიც ბეილს გოლი გააქვს

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 13-02-2019, 19:42
"რეალი" 2014 წლიდან დაუმარცხებელია იმ მატჩებში, რომლებშიც ბეილს გოლი გააქვს

გასულ სეზონში გარეტ ბეილი ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩის გმირი გახდა. თუმცა, ახლა უცნობია, დაიწყებს თუ არა მერვედფინალურ ეტაპზე "აიაქსთან" გასამართ პირველ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში...

სანტიაგო სოლარის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ არგენტინელი სპეციალისტი შეტევაში ლუკას ვასკესის, ვინისიუს ჟუნიორის და ქარიმ ბენზემას ტრიოს იყენებს. თუ უელსელი სასტარტოში იქნება და ამასთან ერთად გოლს გაიტანს, "რეალს" შეუძლია პრაქტიკულად დარწმუნებული იყოს იმაში, რომ არ დამარცხდება.

საქმე იმაშია, რომ 2014 წლის 31 აგვისტოს შემდეგ მადრიდელები დაუმარცხებლები არიან იმ შეხვედრებში, რომლებშიც ბეილმა გოლის გატანა მოახერხა. 2014/15 წლების სეზონში გარეტის გოლის შემდეგ "რეალმა" 14 მატჩი მოიგო, 2015/16 წლების სეზონში უელსელმა 12 მატჩში შეძლო თავის გამოჩენა (11 მოგება, 1 ფრე), 2016/17 წლების სეზონში 7 შეხვედრაში გაიტანა (5 მოგება, 2 ფრე) და ბოლოს, 2017/18 წლების სეზონში ბეილი 16 გოლით გამოირჩა (13 მოგება, 3 ფრე).

გარეტ ბეილი ამ სტატისტიკას წლევანდელ სეზონშიც არ ღალატობს. უელსელმა მეტოქეთა კარი 10-ჯერ აიღო და მადრიდელებმა ყველა შეხვედრა მოიგეს. სანტიაგო სოლარის იმედი უნდა ჰქონდეს, რომ ეს ჯადოსნური სერია გაგრძელდება, სანამ "რეალი" ჩემპიონთა ლიგის მე-14 თასისკენ მიიწევს.

ბეილმა "რეალის" მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა

მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "პლზენი" (2:1) დაამარცხა, ხოლო გარეტ ბეილმა მადრიდული გრანდის მაისურით მე-200 მატჩი ჩაატარა......

"რეალმა" 2016/17 წლების სეზონში გოლის გატანა ყველა მატჩში მოახერხა

მადრიდის "რეალმა" 2016/17 წლების სეზონში ჩატარებული 60 ოფიციალური მატჩიდან გოლის გატანა ყველა მათგანში მოახერხა......

ბეილი "ანოეტაზე" გოლის გატანას ყოველთვის ახერხებს

უელსელმა ბასკური კლუბის წინააღმდეგ ჩატარებულ სამივე გასვლით მატჩში მოახერხა გოლის გატანა......

ბეილის ჩინებული ბომბარდირული სტატისტიკა

უელსელმა 21 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.02.2019 23:45


1 - 2

17.02.2019 15:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 17 48 19 37
2 ატლეტიკო 17 25 12 34
3 სევილია 17 30 17 32
4 ალავესი 18 21 18 31
5 რეალი 17 26 21 30
6 ბეტისი 18 21 21 26




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.