MADRIDISTA.GE

Real Madrid News

უტკინი: "ვინისიუსი გენიოსია. ის იაფფასიან რეშფორდს არ ჰგავს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ბლოგი თარიღი: 15-02-2019, 00:44
უტკინი: "ვინისიუსი გენიოსია. ის იაფფასიან რეშფორდს არ ჰგავს"

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აიაქსისა" და "რეალის" (1:2) პირველ დაპირისპირებაზე, VAR-ზე და ვინისიუს ჟუნიორის თამაშზე ისაუბრა...

"აიაქსისა" და "რეალის" მატჩის მსაჯობაზე ვისაუბრებ. არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო: VAR-ი არანაირი სიახლე არ არის. VAR-ი ვიდეოგამეორების შესწავლის გამარტივებული ვერსიაა. ეს ის არის, რაც ჩვენ და თქვენ, ტელემაყურებლებს, მრავალი წელიწადია გვაქვს. ძალიან დიდი ხანია. უბრალოდ, ახლა ამაზე დაყრდნობით იღებენ გადაწყვეტილებებს".

"მაგრამ ჩვენ თქვენთან ერთად ვიდეოგამეორებებს წლებია განვიხილავთ და ვიცით, რომ ყველანი ერთ აზრამდე ვერ მივალთ".

"თუ ფეხბურთი გიყვართ, "აიაქსისა" და "რეალის" ძალიან მაღალი დონის მატჩში საამისოდ რამდენიმე ძალიან შესაფერისი მომენტი იყო. მე ტექსტთან და სიტყვებთან ვმუშაობ. ვიდეოს გარჩევა არ შემიძლია. საავტორო უფლებებია".

"ვფიქრობ, წლევანდელი სეზონი ყველა ჩვენთაგანისთვის ვინისიუს ჟუნიორთან გაცნობის სეზონია".

"მან მატჩის დაწყებიდან ერთ საათში ქარიმ ბენზემასთვის გოლი შექმნა. შეხედეთ ამ მომენტს. ვინისიუსი არამარტო სწრაფია. მას თავისი სისწრაფის კონტროლი დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია".

"უფრო მეტიც, მის სირბილს დააკვირდით. ამ ეშმაკს ნებისმიერ წამს შეუძლია გაიქცეს არამარტო მარჯვნივ და მარცხნივ. მას შეუძლია აჩქარდეს ზემოთ და ქვემოთ. მას შეუძლია იმ მიმართულებით აჩქარდეს, რომ კლოუნად გაქციოთ".

"ამას გეუბნებით ის ბიჭი, რომელმაც ძალიან ახალგაზრდა რონალდო ნახა. ისინი ერთმანეთს არ ჰგვანან. რონალდოს ძალა ჰქონდა, ვინისიუსს მაგიურობა აქვს".

"წინა კვირაში ორი მატჩი იყო, "ატლეტიკოსთან" და "აიაქსთან". ვინისიუსი ჯერჯერობით ანბანის პირველ ასოს სწავლობს (შემდეგი, "ბარსელონაა"). ის თავის სისწრაფეს მარცხნივ გადართავს, მხრებს და ფეხებს აამოძრავებს და თვალებით სამიზნეს ხედავს. "ატლეტიკოსთან" ამ ყველაფერმა "რეალს" პენალტი მოუტანა".

"მან "აიაქსთან" მატჩში ჰოლანდიელები აბურთავა და ბენზემას ბურთი ფეხზე დაასვა. ამავდროულად, მას შეახსენა: ბენზემა, შენ ფორვარდი ხარ. ვინისიუსს აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ".

"შესაძლოა, ის თავის ნიჭს ვერ გაუმკლავდეს. შესაძლოა, მისი პიროვნულობა ნიჭს ვერ შეეფერება. ეს იმას ნიშნავს, რომ მის შესაფასებლად ცოტა დრო გვაქვს და მას შესაბამისად ვერ ვაფასებთ".

"ის არ ჰგავს არც იაფფასიან რეშფორდს და არც მარსიალს, რომელიც გარეგნულად ყაჩაღს ჰგავს. ის გენიოსია. ბრაზილიელი გენიოსი. შეუძლია მარტივად აგალაპარაკოს. ასე რომ, იჩქარეთ მისი ნახვა".

ვინისიუს ჟუნიორი: "ბენზემა ძალიან მეხმარება"

ვინისიუს ჟუნიორმა და ქარიმ ბენზემამ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში "აიაქსთან" (1:2) მოპოვებული გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს......

უტკინი: "რეალი" გაზაფხულზე სულ სხვა გუნდი ხდება"

რუსმა საფეხბურთო კომენტატორმა ვასილი უტკინმა მადრიდის "რეალის" ბოლოდროინდელ ასპარეზობაზე ისაუბრა......

კაფუ: "ვინისიუსს შეუძლია ახალი რონალდუ გახდეს"

ლეგენდარულმა კაფუმ ვინისიუს ჟუნიორის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა......

კლუბი გრძნობს, რომ ვინისიუსი განსაკუთრებულია და ეპოქის შექმნა შეუძლია

მადრიდის "რეალი" ახალწვეულ ვინისიუს ჟუნიორზე დიდ იმედებს ამყარებს......

კაზემირო: "ვინისიუსს დიდი პოტენციალი აქვს"

კარლოს ენრიკე კაზემირომ "ფლამენგოს" შემტევი ნახევარმცველის ვინისიუს ჟუნიორის "რეალში" შესაძლო გადაბარგებაზე ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.