MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რაული, ჩაბი ალონსო, გუტი... ვინ ჩაანაცვლებს სანტიაგო სოლარის?

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ბლოგი თარიღი: 21-02-2019, 02:22
რაული, ჩაბი ალონსო, გუტი... ვინ ჩაანაცვლებს სანტიაგო სოლარის?

დიდი ალბათობით, მადრიდის "რეალის" ახალი მთავარი მწვრთნელი ყველასათვის კარგად ნაცნობი იქნება...

ფლორენტინო პერესს უკვე შეუძლია "რეალში" თავისი მემკვიდრეობით იამაყოს. იმ ფეხბურთელთა თაობამ, რომლებმაც ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდეს, "ვალდებებასზე" პირველ ნაბიჯებს დგამენ. ბევრ მათგანს შეუძლია დიდი პოპულარობით დაიკვეხნოს, რომელსაც "რეალის" პრეზიდენტი ყოველთვის აფასებდა.

ფლორენტინო პერესმა თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში ვისენტე დელ ბოსკე მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, რომელმაც 2003 წელს გუნდს ლა ლიგა მოაგებინა, ხოლო ერთი წლით ადრე ჩემპიონთა ლიგა. ესპანელმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბში" მრავალი წელი გაატარა და ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი აღზარდა. თუმცა, მას არ ჰქონია იმ მწვრთნელის ფიგურა, რომელსაც კლუბის პრეზიდენტი ყოველთვის ეძებდა. ის არ იყო გლამურული და საჯარო. დელ ბოსკე არ გამოირჩეოდა იმით, რაც ხალხის ყურადღებას მიიქცევდა.

წლების შემდეგ პერესმა მწვრთნელის საქმიანობას სულ სხვა კუთხით შეხედა და ნდობა გამოუცხადა მათ, ვინც დელ ბოსკეს მსგავსად კლუბის განვითარებაში წვლილი შეიტანა. ყველაფერი ზინედინ ზიდანით დაიწყო. ზიზუ სხვა კარიერული გზით იყო დაინტერესებული. თავიდან ფრანგი კარლო ანჩელოტის ასისტენტი გახდა და გუნდთან ერთად ლისაბონში ჩემპიონთა ლიგის მეათე თასი მოიგო, შემდეგ კი "კასტილიას" გაწვრთნა დაიწყო.

ერთი წლის შემდეგ ფლორენტინომ იტალიელ მწვრთნელთან განშორება გადაწყვიტა და ესტაფეტა რაფა ბენიტესს გადასცსა. ესპანელი სპეციალისტი თავის პოსტს მალევე დაემშვიდობა. პრეზიდენტმა ღირსეული მწვრთნელის ძიება დაიწყო და არჩევანი ზიდანზე შეაჩერა. ფრანგს ახალგაზრდულ გუნდთან ერთად გრანდიოზული შედეგები არ ჰქონია, მაგრამ როცა პირველი გუნდი ჩაიბარა, ისტორიაში პირველი მწვრთნელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. პერესმა გარკვეულწილად ის მისია შეასრულა, რომელიც აკვიატებული ჰქონდა. მან თავისი გვარდიოლა იპოვნა.

თითქოს ზიდანის მსგავსი ფენომენის გამოვლენა მრავალი წლის განმავლობაში წარმატების გარანტი იყო, მაგრამ ზიზუმ წასვლა გადაწყვიტა, რადგან იცოდა, რომ ზოგიერთ ფეხბურთელთან კონფლიქტი კარგად არ დასრულდებოდა.

რაც შეეხება სანტიაგო სოლარის, არგენტინელს ბევრმა სკეპტიკურად შეხედა. დასაწყისში ის არაპოპულარულ გადაწყვეტილებებს იღებდა: კეილორ ნავასი სკამზე გადასვა, ისკო გუნდს ჩამოაშორა და მარსელოსთან მიმართებაში სიმკაცრე გამოიჩინა, მაგრამ გუნდმა თავდაჯერებულობა დაიბრუნა და სამეფო თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების შანსებს ინარჩუნებს. მას 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. სოლარის მომავალი იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად წარმატებით იასპარეზებს გუნდი ევროარენაზე. ამ დროისათვის მან "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკის პატივისცემა და გასახდელში ავტორიტეტი მოიპოვა.

რაული, ჩაბი ალონსო, გუტი... ვინ ჩაანაცვლებს სანტიაგო სოლარის?


ბევრი ფიქრობდა, რომ ზიდანს გუტი ჩაანაცვლებდა, მაგრამ ფლორენტინოს ნაკლებად სჯეროდა იმის, რომ გუტი პირველ გუნდთან ერთად წარმატებას მიაღწევდა, მიუხედავად იმისა, რომ კლუბის ლეგენდას "ხუვენილ A"-სთან ერთად დიდებული მიღწევები ჰქონდა. თავის მხრივ, გუტიმ "ბეშიქთაშის" წინადადება მიიღო და თურქულ კლუბში მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.

რაული, ჩაბი ალონსო, გუტი... ვინ ჩაანაცვლებს სანტიაგო სოლარის?


დღეისათვის "ვალდებებასზე" შეგიძლიათ რამდენიმე ადამიანი იპოვნოთ, რომლებსაც სამომავლოდ სოლარის შეცვლა შეუძლიათ. ერთ-ერთი მათგანი რაულ გონსალეს ბლანკოა. ლეგენდარულმა კაპიტანმა გუნდი შავი გასასვლელით დატოვა. თუმცა, პერესი შეცდომას მალევე მიხვდა და რაულს გამოსამშვიდობებელი მატჩი მოუწყო. ახლა ის "კადეტე B"-ს მწვრთნელია და ფლორენტინოს თვალში ის პიროვნებაა, რომელიც შესაძლოა მომავალი მადრიდელი გვარდიოლა გახდეს. ამიტომ, კლუბში არავინ გამორიცხავს, რომ პერესი მთავარ მწვრთნელობას სწორედ გონსალეს ბლანკოს ანდობს. ეს სარისკო, მაგრამ ძალიან პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა.

რაული, ჩაბი ალონსო, გუტი... ვინ ჩაანაცვლებს სანტიაგო სოლარის?


და რა თქმა უნდა, არც ჩაბი ალონსო უნდა დაგვავიწყდეს. ბასკს ყველა ის თვისება აქვს საიმისოდ, რომ მომავალში შესანიშნავი მწვრთნელი გახდეს. ამ დროისათვის ის "ინფანტილ A"-ს თავკაცობს.

რაული, ჩაბი ალონსო, გუტი... ვინ ჩაანაცვლებს სანტიაგო სოლარის?

ზიზუ - 2 წელიწადი "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში

2016 წლის 4 იანვარს ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში იქნა წარდგენილი, ხოლო ორი წლის შემდეგ ის "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების სიაშია......

ზინედინ ზიდანი იუბილარია

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი იუბილარია......

ფლორენტინო პერესის მწვრთნელები

ფლორენტინო პერესი მწვრთნელს ძალაუფლებას მუდამ ართმევდა. თუ კოლუმბიაში თვითმფრინავი ვარდებოდა, დამნაშავე მწვრთნელ იყო. თუ ფეხბურთელი ვარჯიშზე მთვრალი მიდიოდა, ამაშიც მწვრთნელი იყო დამნაშავე. 2009 წელს არიგო საკიმ AS-თან ინტერვიუში...

კაპელო: "ვფიქრობ, პერესმა ანჩელოტის გათავისუფლება ჯერ კიდევ ჩ/ლ-ს მოგებამდე გადაწყვიტა"

ფლორენტინო პერესმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან კარლო ანჩელოტის გათავისუფლება ჯერ კიდევ "ლა დესიმას" მოგებამდე გადაწყვიტა. ასეთი მოსაზრება აქვს რუსეთის ნაკრების ექს-თავკაც ფაბიო კაპელოს......

სანტიაგო სოლარი "ხუვენილ B"-ს მწვრთნელის პოსტზე დე ლა რედს ჩაანაცვლებს

მადრიდის "რეალის" პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ხუვენილ B"-ს მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუბენ დე ლა რედს სანტიაგო სოლარი ჩაანაცვლებს. დე ლა რედმა ამ გუნდთან ერთად ლა ლიგა მოიგო. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სოლარი...

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.