MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რომელია სასურველი კანდიდატი?

მოურინიო
ზიდანი

ვინ დაიწყებს "რეალში" რევოლუციას - მოურინიო თუ ზიდანი?

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ბლოგი თარიღი: 9-03-2019, 02:23
ვინ დაიწყებს "რეალში" რევოლუციას - მოურინიო თუ ზიდანი?

მადრიდის "რეალი" სეზონის დასრულებამდე სანტიაგო სოლარის გათავისუფლებას გეგმავს. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, არგენტინელის გათავისუფლება ორშაბათამდე გადაიდო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სოლარი უსაფრთხოდაა...

სინამდვილეში, არგენტინელს მაინც გაათავისუფლებენ, თუ "რეალი" კვირას გასვლით მატჩში "სორილიაზე" "ვალიადოლიდს" დაამარცხებს, რადგან კლუბში დიდი ცვლილებები იგეგმება.

კლუბის ხელმძღვანელობა მიიჩნევს, რომ ეს მოვლენების განვითარების სწორი გზაა, ხოლო მწვრთნელები, რომელთა მოწვევასაც ისინი გეგმავენ, ამჟამად უმუშევრები არიან. ამიტომ, ზაფხულამდე მოცდას აზრი არ აქვს. სეზონის გადარჩენის იმედები გაქარწყლდა და ჩემპიონთა ლიგიდან გამოთიშვის შემდეგ "რეალის" სურვილია ცვლილებები რაც შეიძლება მალე დაიწყოს. ზინედინ ზიდანი ყველაზე მომგებიანი ვარიანტია. თუმცა, ჟოზე მოურინიოს დანიშვნაც არ იქნებოდა ურიგო.

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ზაფხულში იქნება მიღებული. იმის გამო, რომ გუნდში ბევრი ახალწვეული იქნება, შესაძლოა "რეალში" მოასპარეზე ბევრმა შესანიშნავმა ფეხბურთელმა გუნდი დატოვოს, ხოლო ახალ მწვრთნელს საშუალება ექნება დააკვირდეს და გადაწყვიტოს, რომელი ფეხბურთელი დატოვოს და რომელი გაუშვას, როცა სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც კლუბს სოლარის გათავისუფლებისკენ უბიძგებს ისაა, რომ ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელის ნდობა დაკარგეს და იციან, რომ ის "მოსიარულე მკვდარია". ერთადერთი, რასაც შესაძლოა არგენტინელის გათავისუფლების პროცესი შეეფერხებია, გუნდებია, რომლებშიც სასურველი კანდიდატები მუშაობენ. მოუ და ზიზუ უმუშევრები არიან, რაც საქმეს საგრძნობლად ამარტივებს.

ამ ეტაპზე გუნდში მყოფი ბევრი ფეხბურთელის მომავალი გაურკვეველია. მათ შორის არიან ბეილი, მარსელო და ისკო, რამდენიმე თვეში კი ახალ მწვრთნელს საშუალება ექნება გადაწყვიტოს, ვინ დარჩება გუნდში და ვინ გააგრძელებს კარიერას "სანტიაგო ბერნაბეუს" ფარგლებს მიღმა.

AS: "რეალი" მოურინიოსთან მოლაპარაკებებს აგრძელებს და ახალი მწვრთნელი "ვალიადოლიდთან" მატჩისთვის სურს

უახლოეს პერიოდში შესაძლოა სანტიაგო სოლარის მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დაატოვებინონ......

"რეალმა" სოლარის გათავისუფლება გადაწყვიტა

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" მთავარ მწვრთნელ სანტიაგო სოლარისთან განშორება გადაწყვიტა......

პერესს ზაფხულში მოურინიოს "რეალში" დაბრუნება სურს

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა ზაფხულში მთავარი მწვრთნელის შეცვლას გეგმავს. სანტიაგო სოლარი პოსტის შენარჩუნებას მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში მოახერხებს......

El Pais: "რეალი" ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დაბრუნების საკითხს განიხილავს......

კატალონიური პრესის ფანტაზიები: ზიზუმ შესაძლოა "რეალი" დატოვოს და საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს

ზინედინ ზიდანი თავისი ოცნების ახდენას და საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელობას გეგმავს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.