MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალი" შესაძლოა დროებით ზეედორფმა ჩაიბაროს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური თარიღი: 9-03-2019, 19:36
"რეალი" შესაძლოა დროებით ზეედორფმა ჩაიბაროს

მადრიდის "რეალის" ექს-ფეხბურთელმა კლარენს ზეედორფმა შესაძლოა დროებით ყოფილი კლუბი გაწვრთნას...

იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" უახლოეს პერიოდში სანტიაგო სოლარის გაათავისუფლებს, მადრიდელები დროებით მწვრთნელად 42 წლის ჰოლანდიელის კანდიდატურას განიხილავენ.

ამ კვირაში ზეედორფი მადრიდს ეწვია და ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსთან" (1:4) გამართულ დაპირისპირებას დაესწრო. გარდა ამისა, ის კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრების ოფიციალურ ვახშამზე იმყოფებოდა.

ფლორენტინო პერესი ჰოლანდიელის ამჟამინდელი სიტუაციით დაინტერესდა და ის პოტენციური მწვრთნელების სიაში შეიყვანა.

"რეალის" ხელმძღვანელობა ზეედორფს თავისი ქარიზმის, ლიდერული თვისებების და რეპუტაციის გამო აფასებს.

ზეედორფი ადრე "მილანს", "შენჟენს" და "დეპორტივოს" წვრთნიდა. მან ლა-კორუნიელები 16 მატჩში სეგუნდაში გავარდნისგან ვერ იხსნა. ამჟამად ის კამერუნის ნაკრებს წვრთნის.

ზეედორფი: "არ მჯერა, რომ "რეალი" რონალდუს წასვლამ დაასუსტა"

მადრიდის "რეალის" ექს-ფეხბურთელ კლარენს ზეედორფს არ სჯერა, რომ კრიშტიანუ რონალდუს წასვლამ "სამეფო კლუბი" დაასუსტა......

რივალდო: "სოლარი "რეალის" მთავარი მწვრთნელობისთვის მზად არ არის"

"ბარსელონას" ექს-ფეხბურთელმა რივალდომ სანტიაგო სოლარის მომავალზე ისაუბრა, რომელიც დროებით მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა......

ზეედორფი: "ვინისიუსი და როდრიგო "რეალში" ვერ დამკვიდრდებიან"

მადრიდის "რეალის" ექს-ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი მიიჩნევს, რომ მადრიდული გრანდის ახალწვეულები ვინისიუს ჟუნიორი და როდრიგო გუნდში ვერ დამკვიდრდებიან......

ზეედორფი: ""რეალი" ბენიტესთან მიმართებაში ულამაზოდ მოიქცა"

კლარენს ზეედორფმა Sky Sport-სთან საუბარში აღნიშნა, რომ ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნას ასე სწრაფად არ ელოდა......

L'Equipe: ზიდანმა შესაძლოა "მარსელი" ჩაიბაროს

ფრანგული გამოცემა "L'Equipe"-ს ინფორმაციით, "კასტილიას" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა შესაძლოა "მარსელი" ჩაიბაროს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.