MADRIDISTA.GE

Real Madrid News

პერესს მთავარ მწვრთნელად იოაჰიმ ლიოვის დანიშვნას ურჩევენ

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური თარიღი: 10-03-2019, 02:05
პერესს მთავარ მწვრთნელად იოაჰიმ ლიოვის დანიშვნას ურჩევენ

ესპანური პრესის ინფორმაციით, მალე სანტიაგო სოლარის მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის პოსტს დაატოვებინებენ. "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა რამდენიმე მწვრთნელის კანდიდატურას განიხილავს...

ფლორენტინო პერესს ჟოზე მოურინიოს დაბრუნება სურს, მაგრამ დირექტორთა საბჭოს სხვა წევრები პორტუგალიელის მთავარ მწვრთნელად დანიშვნას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. AS-ის ინფორმაციით, პერესს საბჭოს წევრებმა გერმანიის ნაკრების თავკაც იოაჰიმ ლიოვის კანდიდატურა ურჩიეს.

ფლორენტინოს სურს მოურინიომ გუნდის შენებას ხელი სერიოზულად მოკიდოს და წესრიგი დაამყაროს. ამავდროულად, კლუბის გენერალური დირექტორი ხოსე ანხელ სანჩესი ამ პოზიციას არ ეთანხმება. ის მოურინიოს დაბრუნების წინააღმდეგია. მას ეშინია იმის, რომ პორტუგალიელის რამოსთან, ბენზემასთან და მარსელოსთან გაფუჭებული ურთიერთობა გუნდის ატმოსფეროზე ნეგატიურად აისახება.

აქედან გამომდინარე, "რეალის" პრეზიდენტს იოაჰიმ ლიოვის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა შესთავაზეს. მიუხედავად ამისა, პერესი ჯიუტად მოურინიოს კანდიდატურას ემხრობა. სათადარიგო ვარიანტი კი ზინედინ ზიდანია, მაგრამ ფრანგი "იუვენტუსში" გადაბარგებისკენ იხრება.

AS: თუ "რეალს" მოურინიო ჩაიბარებს, რამოსი შესაძლოა "იუვენტუსში" გადაბარგდეს

იმ შემთხვევაში, თუ მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად ჟოზე მოურინიო დაინიშნება, სერხიო რამოსმა შესაძლოა გუნდი დატოვოს......

El Pais: "რეალი" ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს

მადრიდის "რეალი" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჟოზე მოურინიოს დაბრუნების საკითხს განიხილავს......

პერესს ლოპეტეგის მთავარ მწვრთნელად დანიშვნა რამოსმა ურჩია

ხულენ ლოპეტეგის მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად დანიშვნაში სერხიო რამოსმა უდიდესი როლი შეასრულა......

ბენიტესს გაათავისუფლებენ, "რეალს" მოურინიო ჩაიბარებს

რაფა ბენიტესის გათავისუფლებამდე, მადრიდის "რეალის" სურვილია ჟოზე მოურინიოს მადრიდში დაბრუნების თაობაზე შეუთანხმდეს. ფლორენტინო პერესს პორტუგალიელის "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება ძალიან სურს......

ახალი კანდიდატურა – იოაჰიმ ლიოვი

კიდევ ერთი სპეციალისტი, რომელმაც შესაძლოა მადრიდის "რეალი" ჩაიბაროს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.