MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ამ საღამოს ზიდანი "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდება

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 11-03-2019, 20:15
ამ საღამოს ზიდანი "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდება

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალის" დირექტორთა საბჭომ მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანის დანიშვნა გადაწყვიტა...

ამ საღამოს, თბილისის დროით 23:00 საათზე, "ხუნტა დირექტივა" შეიკრიბება და სანტიაგო სოლარის გათავისუფლებას ერთხმად გადაწყვეტს. გუნდს კი ზინედინ ზიდანი დაუბრუნდება, რომელმაც "რეალს" ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოაგებინა.

წინა კვირასაც ფლორენტინო პერესის ფავორიტი ზიდანი იყო. პრობლემა მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ ზიზუს ივნისამდე დაბრუნება არ სურდა.

სოლარიმ უკვე იცის, რომ "რეალში" მისი საათები დათვლილია და დილის ვარჯიშზე ფეხბურთელებს დაემშვიდობა. კლუბი თვლის, რომ არგენტინელის ხელში სიტუაცია უმართავი გახდა.

შეგახსენებთ, რომ ზიდანმა "რეალი" ცხრა თვის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც გუნდთან ერთად ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

დღეს საღამოს ის "რეალს" ოფიციალურად დაუბრუნდება, ხოლო ხვალ ან ზეგ გუნდს პირველად ავარჯიშებს.

Marca-ს ინფორმაციით, პირობები, რომელთა შესრულების გამოც ზიდანი "რეალში" დაბრუნებას დათანხმდა:

გუნდზე სრული კონტროლი;
ფეხბურთელთა გაყიდვა, რომლებსაც სამომავლოდ გუნდში ვერ ხედავს;
მარსელო და ისკო არ გაიყიდებიან;
ნეიმარს არ იყიდიან;
ხამესი არ დაბრუნდება;
პერესმა მბაპეს შეძენა უნდა სცადოს.

ოფიციალური განცხადება: ზიდანი "რეალში" დაბრუნდა

მადრიდის "რეალის" დირექტორთა საბჭომ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან სანტიაგო სოლარი გაათავისუფლა. "სამეფო კლუბს" ლეგენდარული ზინედინ ზიდანი დაუბრუნდა, რომელიც გუნდს 2022 წლის 30 ივნისამდე გაწვრთნის......

ზიდანმა "რეალში" დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა

ესპანელმა ჟურნალისტმა ხოსე ლუის სანჩესმა Jugones-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალში" დაბრუნებაზე თანხმობა განაცხადა......

Marca: ზიდანი "რეალს" ემშვიდობება

ზინედინ ზიდანი გამოსამშვიდობებელ პრესკონფერენციას ჩაატარებს......

ზინედინ ზიდანი იუბილარია

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი იუბილარია......

ფლორენტინო პერესი: "ზიდანი ამ სამუშაოსთვის კარგადაა მომზადებული"

ფლორენტინო პერესმა რაფა ბენიტესის გათავისუფლებასა და ზინედინ ზიდანის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.