MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ბლოგი თარიღი: 12-03-2019, 19:34
რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა

ლეგენდარულმა ფრანგმა "რეალი" 2018 წლის 31 მაისს დატოვა. მის გარეშე მოასპარეზე "რეალმა" 9 თვეში ყველა ტიტული დათმო. "რეალის" გარეშე მყოფმა ზიზუმ 9 თვეში კარგად დაისვენა და ძალები აღიდგინა...

ფეხბურთი ითამაშა

1998 წლის საფრანგეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მოგებიდან 20 წლის თავზე ამხანაგურად ფიფას ლეგენდების ნაკრებს გაეჯიბრა. ფრანგებმა 2:1 იმარჯვეს. ზიდანმა საჯარიმო დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.



ოჯახთან ერთად დაისვენა

სანამ რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობდა, ზიდანი ტრადიციულად მეუღლესთან და შვილებთან ერთად იბიცაზე ირუჯებოდა.

რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა


იქედან დაბრუნების შემდეგ კი მეუღლეს საყიდლებზე ახლდა.

რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა


რეკლამაში გადაიღეს

რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა


"რეალიდან" წასვლის შემდეგ ზიზუმ Adidas-ის მასშტაბურ რეკლამაში მიიღო მონაწილეობა.

ხოლო თებერვალში Adidas-მა ლეგენდარული ბუცების Predator-ის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით ახალი რეკლამა შექმნა. მთავარ როლებში ზიდანი და ბექჰემი არიან, რომლებიც კადრში განახლებული რეტრო-ბუცებით ჩნდებიან და ირჩევენ, ვის დარჩება ისინი.



მხარი დაუჭირა საფეხბურთო ანალოგ Player’s Tribune-ს

რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა


წლის ბოლოს ბრიტანულმა კომპანია "23 Capital"-მა პლატფორმა OTRO აამუშავა, რომლის მეშვეობითაც ფეხბურთის ვარსკვლავებს გულშემატკივრებთან პირდაპირი საუბარი შეუძლიათ, იქვე კი თავიანთ ვიდეორგოლებს განათავსებენ. ფეხბურთის ვარსკვლავების დიდ კამპანიაში ზიდანიც აღმოჩნდა.

ღონისძიებას დაესწრო

ზიდანი FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელის პრიზზე იყო ნომინირებული და ცერემონიას დაესწრო, მაგრამ პრიზი დიდიე დეშამს დარჩა. ფრანგების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის მეორედ მოგებამ ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მესამე ტიტული გადაწონა.

რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა


ზაფხულში ზიზუ მეუღლესთან ერთად "როლან გაროსის" ფინალს დაესწრო, სადაც რაფაელ ნადალმა თავისი მე-11 ტიტული მოიპოვა.

რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა


საფეხბურთო მატჩს დაესწრო

სეზონის დასაწყისში ზიდანი ოჯახთან ერთად ესპანეთის მეორე დივიზიონის გუნდების "რაიო მაჰადაონდას" და "ლუგოს" მატჩს დაესწრო. სეზონის სტარტზე შვეიცარიული "ლოზანადან" "რაიოში" ზიზუს უფროსი ვაჟი ენცო არენდით გადაბარგდა. ის შეხვედრა ენცოს გუნდმა 1:0 მოიგო, მაგრამ არა მისი გოლით. წლევანდელი სეზონის 24 მატჩში ზიდანის უფროს ვაჟს გოლი ისევ არ გაუტანია.

რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა


პირობა დადო, რომ მწვრთნელობას განაახლებდა და სამუშაოს თაობაზე ყველა წინადადებას უარყოფდა

სექტემბრის დასაწყისში ზიდანმა თქვა, რომ სამწვრთნელო საქმიანობას დაუბრუნდებოდა: "ეს ის არის, რისი კეთებაც მსიამოვნებს. მთელი ჩემი ცხოვრება ფეხბურთშია". ამის შემდეგ ყველა ევროპულ ტოპ-კლუბში ვინც მწვრთნელის შეცვლას დააპირებდა, კანდიდატთა შორის ზიდანი იყო. თუმცა, ფრანგმა მხოლოდ სამი კონკრეტული წინადადება მიიღო.

ზიზუს "მანჩესტერ იუნაიტედში" ელოდნენ. იქ ჟოზე მოურინიოს მაშინვე პრობლემები დაეწყო. ერთხელ, ზიდანმა მოურინიოს დაურეკა კიდეც, რათა აეხსნა, რომ მისი ადგილის დაკავებას არ აპირებდა. ასეც მოხდა: ჟოზე გაათავისუფლეს, ზიდანი კი "იუნაიტედში" არ გადაბარგდა.

რას აკეთებდა 9 თვის განმავლობაში უმუშევარი ზიდანი? ფეხბურთი ითამაშა, რეკლამაში გადაიღეს, ოჯახთან ერთად დაისვენა


ინგლისში მაურისიო სარისაც ცუდად მისდიოდა საქმეები, ზიდანი კი მის რეალურ შემცვლელად სახელდებოდა. The Times-მა დაწერა, რომ ფრანგ ლეგენდას "ჩელსი" არ აინტერესებდა და ინგლისში მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებდა. The Sun-ი კი ირწმუნებოდა, რომ ზიზუ "ლურჯებს" ჩაიბარებდა, მაგრამ ამისათვის აზარის შენარჩუნებას და ტრანსფერებისთვის 200 მლნ. ფუნტს ითხოვდა.

ყველაზე რეალურ ვარიანტად "იუვენტუსი" მოჩანდა. თითქოს ზიდანი ტურინელთა რიგებში მალე უნდა გადაბარგებულიყო. "რეალში" დაბრუნებამდე რამდენიმე საათით ადრე El Pais-მა დაწერა კიდეც, რომ "იუვენტუსმა" მას 3-წლიანი ხელშეკრულება შესთავაზა, მაგრამ ტურინელთა ოცნება ოცნებადვე დარჩა.

სამაგიეროდ, "რეალს" გაუმართლა. 9-თვიანი პაუზის შემდეგ ზიდანი შინ დაბრუნდა და მზადაა ევროპა კიდევ დაიპყროს.

ზიდანი, დალიჩი თუ დეშამი? FIFA-მ კანდიდატები დაასახელა

ცნობილი გახდა იმ სამი მწვრთნელის ვინაობა, რომლებიც FIFA-ს The Best-ის პრიზისთვის იბრძოლებენ......

ზიდანი 2017 წლის საუკეთესო ფრანგ მწვრთნელად დასახელდა

ჟურნალმა France Football-მა ზინედინ ზიდანი 2017 წლის საუკეთესო ფრანგ მწვრთნელად დაასახელა......

ზიზუ - 2 წელიწადი "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში

2016 წლის 4 იანვარს ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში იქნა წარდგენილი, ხოლო ორი წლის შემდეგ ის "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების სიაშია......

კატალონიური პრესის ფანტაზიები: ზიზუმ შესაძლოა "რეალი" დატოვოს და საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს

ზინედინ ზიდანი თავისი ოცნების ახდენას და საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელობას გეგმავს......

დეშამი: "ზიდანმა დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე გენიალური მწვრთნელია"

მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალს" ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა, ბევრი საფეხბურთო ავტორიტეტისგან ქება-დიდება მიიღო. გამონაკლისი არც საფრანგეთის ნაკრების თავკაცი გამოდგა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.