MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანის გუნდში მესამე მეკარე თავისი ვაჟი იქნება და არა ლუნინი

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური თარიღი: 12-03-2019, 21:27
ზიდანის გუნდში მესამე მეკარე თავისი ვაჟი იქნება და არა ლუნინი

ზინედინ ზიდანმა შესაძლოა მადრიდის "რეალში" მესამე მეკარედ თავისი ვაჟი ლუკა დატოვოს და არა ანდრეი ლუნინი, რომელიც არენდით "ლეგანესში" ასპარეზობს...

გასულ ზაფხულს "რეალმა" ორი გოლკიპერი, ტიბო კურტუა და ანდრეი ლუნინი შეიძინა. ეს უკანასკნელი არენდით "ლეგანესში" გაუშვეს.

ზიზუს ბოლო სეზონში "რეალში" კეილორ ნავასი, კიკო კასილია და ლუკა თამაშობდნენ. წლევანდელ სეზონში იულენ ლოპეტეგის და სანტიაგო სოლარის მწვრთნელობისას ძირითადი მეკარე ტიბო კურტუა იყო,სათადარიგო ნავასი, ხოლო ლუკა ზიდანი გუნდის განაცხადში მხოლოდ ოთხჯერ მოხვდა.

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, 2019/20 წლების სეზონში შესაძლოა ზიზუმ მესამე მეკარედ თავისი ვაჟი დატოვოს, ხოლო კურტუა და ნავასი პირველი მეკარეობისთვის იბრძოლებენ.

ლუნინმა "ლეგანესის" რიგებში 5 მატჩი (364 წუთი) ჩაატარა, 2 პენალტი მოიგერია და 3 გოლი გაუშვა. ლუკა ზიდანი წლევანდელ სეზონში "კასტილიაში" ასპარეზობს. ლეგენდარული ფრანგის ვაჟმა 21 მატჩში 30 გოლი გაუშვა და კარის მშრალად შენახვა 5-ჯერ მოახერხა.

Marca: მომავალი სეზონიდან ნავასს ლუნინი ჩაანაცვლებს

მადრიდის "რეალში" ანდრეი ლუნინის მიერ "ლეგანესში" ნაჩვენები თამაშით კმაყოფილები არიან......

ლუნინი არენდით "ლეგანესში" გადაბარგდება

მადრიდის "რეალის" უკრაინელი გოლკიპერი ანდრეი ლუნინი მალე "ლეგანესში" გადაბარგდება......

კურტუა პირველი მეკარე იქნება, ლუნინი - მესამე

ესპანური პრესა დარწმუნებულია იმაში, რომ ანდრეი ლუნინი ახალ სეზონს მადრიდის "რეალში" გაატარებს......

ლუკა ზიდანი "რეალს" ტოვებს. მესამე მეკარე ლუნინი გახდება

ამ ზაფხულს ლუკა ზიდანი მადრიდის "რეალს" დატოვებს......

ლუკა ზიდანი ახალი სეზონიდან "რეალის" მესამე მეკარე იქნება

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, "კასტილიაში" მოასპარეზე ლუკა ზიდანი ახალი სეზონიდან მადრიდის "რეალის" მესამე მეკარე იქნება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.