MADRIDISTA.GE

Real Madrid News

როგორც ზიდანი იტყვის...

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ბლოგი თარიღი: 13-03-2019, 01:11
როგორც ზიდანი იტყვის...

თუ მოურინიოს რომელიმე გულშემატკივარს აქამდე სჯერა, რომ პორტუგალიელი "რეალის" პრობლემების მოსაგვარებლად საუკეთესო ვარიანტი იყო, გუშინწინდელ პრეზენტაციაზე ზინედინ ზიდანის უნაკლო გამოსვლა არ უნახავს...

რა საოცარი ქარიზმაა! მას კითხვებზე პასუხის გასაცემად ნახევარი საათი დასჭირდა, რათა ფლორენტინო პერესისთვის დაემტკიცებინა, რომ სწორი არჩევანი გააკეთა. ზიზუმ პრეზენტაციაზე მხოლოდ ერთხელ იცრუა, როცა პოდიუმზე ავიდა და თქვა:

"თქვენ კითხვებს დამისვამთ, მაგრამ მე სათქმელი არაფერი მაქვს".

როგორ თუ არაფერი... მან თქვა, რომ დაბრუნდა იმ მიზეზით, რაც ზოგიერთისთვის მარტივად გასაგებია, ზოგიერთისთვის კი რთულად - მეგობრობისა და ერთგულებისთვის. "პრეზიდენტისთვის უარის თქმა არ შემეძლო". ფლორენტინო და ზიდანი თავიანთი საქმიანობის გარდა მეგობრები არიან და როცა მეგობარი რთულ მომენტში დახმარებას გთხოვს, შენ ეხმარები.

ზიზუმ თქვა, რომ "რეალი" ძალიან უყვარს და ეს რამდენიმეჯერ გაიმეორა. იმ ადამიანებმა, რომლებიც ბოლო დღეებში სხვებს არწმუნებდნენ იმაში, რომ ზიდანი უარს იტყოდა ან უკვე უარი თქვა "რეალის" წინადადებაზე იმის გამო, რომ "იუვენტუსის" და "პსჟ"-ს წინადადება უფრო მნიშვნელოვანია, ახლა რეალობის წინაშე თავი უნდა დახარონ. ფრანგისთვის ეს კლუბი პირადულთან ასოცირდება და ბრუნდება, რადგან ის უყვარს. გრძნობა, რომლის პოვნაც ყოველ ჯერზე უფრო რთულია და რომელიც აღტაცებას იმსახურებს. განსაკუთრებით ზიდანის სიტუაციაში, რომელიც შესანიშნავად აცნობიერებს, რომ სასწორზე მისი ლეგენდის სტატუსია.

მან თქვა, რომ გუნდის დაკარგული ავტორიტეტი არ დავიწყებია, რამაც ლა ლიგასა და სამეფო თასზე ფიასკო გამოიწვია:

"არ მავიწყდება ის, რისი გაკეთებაც ვერ შევძელით... ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ, დიახ, მაგრამ...".

და ამ "დიახ, მაგრამ..."-ში იმაზე მეტი თვითკრიტიკა იკითხება, ვიდრე ფლორენტინოს ბოლო 10 გამოსვლაში. მან თქვა, რომ მადრიდისტებს მოუსმინა, ყველაფერი დასრულდა და ყველაფერი შეიცვლება. მან ეს ჰიპნოზური ღიმილით გააკეთა. იმავე ღიმილით, რომლითაც ფლორენტინოს მომავალი სეზონისთვის გუნდის შექმნაში სრული კონტროლი მოსთხოვა.

ზიდანი: "რეალისთვის" უარის თქმა არ შემეძლო. ეს კლუბი და პრეზიდენტი მიყვარს"

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარ მწვრთნელად წარადგინეს. ზიზუმ კლუბში დაბრუნების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა......

"სოსიედადმა" მაიორალის არენდით აყვანაზე უარი თქვა

"რეალ სოსიედადმა" მადრიდის "რეალის" ფორვარდზე უარი თქვა......

ნაგელსმანმა "რეალის" გაწვრთნაზე უარი თქვა

"ჰოფენჰაიმის" თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა მადრიდის "რეალის" გაწვრთნაზე უარი თქვა......

ზიდანი: "როგორც პრეზიდენტმა თქვა, ერთმანეთს არ ვემშვიდობებით"

ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალი" ოფიციალურად დატოვა და გამოსამშვიდობებელი სიტყვაც თქვა......

რობერტო კარლოსმა "რეალის" სპორტულ დირექტორობაზე უარი თქვა

ბრაზილიელმა ლეგენდამ ფლორენტინო პერესის შემოთავაზებაზე უარი თქვა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.