MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზინედინ ზიდანის "ოცნების ქარხანა"

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ბლოგი თარიღი: 14-03-2019, 01:15
ზინედინ ზიდანის "ოცნების ქარხანა"

მადრიდის "რეალმა" ორშაბათს ზინედინ ზიდანის დაბრუნება ოფიციალურად დაადასტურა. ადამიანი, რომელმაც "რეალის" გულშემატკივრებს ოცნებები აუხდინა. ფრანგმა კლუბში მუშაობის პერიოდში მადრიდულ გრანდს უამრავი ტიტული მოუტანა. გაზეთი Marca ზიზუს მადრიდული კარიერიდან ყველაზე გამორჩეულ მომენტებს იხსენებს...

"ბერნაბეუზე" მისვლა

პირველად ზიდანი "რეალში" 2001 წელს მივიდა, როცა კლუბმა "იუვენტუსს" მის სანაცვლოდ 77,5 მლნ. ევრო გადაუხადა. ფრანგი იმ დროისათვის ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა. ზიდანი ლუიშ ფიგუს შემდეგ ფლორენტინო პერესის მეორე ვარსკვლავური შენაძენი გახდა, ხოლო ლევერკუზენის "ბაიერთან" მისი ცაციათი გატანილმა ბრწყინვალე გოლმა "სამეფო კლუბს" ჩემპიონთა ლიგის მეცხრე თასი მოაგებინა.

შესრულებული პირობა

"ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გუნდმა წელს ტიტული მოიგოს" - განაცხადა ფრანგმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში გამართულ თავის პირველ პრესკონფერენციაზე 2016 წლის 4 იანვარს. ასეც მოხდა. "რეალმა" მილანში გამართულ ჩემპიონთა ლიგის ფინალში "ატლეტიკო" დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მე-11 თასს დაეუფლა.

პირველი დღე მწვრთნელის რანგში

ზემოთხსენებული პრესკონფერენციიდან მეორე დღეს ზიზუ "ვალდებებასის" გასახდელში ფეხბურთელებს პირველად მიესალმა. ეს ის ფეხბურთელები იყვნენ, რომლებთან ერთადაც ზედიზედ სამი ჩემპიონთა ლიგის თასი მოიგო - უპრეცედენტო მიღწევა თანამედროვე ფეხბურთში.

ოჯახი მადრიდის "რეალი"

იმავე დღეს ზიდანმა 5000 ქომაგისგან თბილი დახვედრა მიიღო, რომლებიც მისი პირველი ვარჯიშის სანახავად "ვალდებებასზე" შეიკრიბნენ.

კარდიფში გასახდელში წარმოთქმული სიტყვები

გუნდის წინაშე გასახდელში ზიდანის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოსვლა 2017 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოხდა, რომელშიც "რეალმა" ტურინის "იუვენტუსი" 4:1 გაანადგურა.

ბოლო სიტყვები კიევში

ზიდანმა კიევში "ლივერპულთან" გასამართი ფინალური მატჩის წინ ფეხბურთელებს შეტევისკენ მოუწოდა. მისმა შეგირდებმა "მერსისაიდელები" 3:1 დაამარცხა.

"ნახვამდის", რომელიც "მალე შევხვდებით" გადაიქცა

ზედიზედ მოგებული სამი ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ზიდანი 2018 წლის 31 მაისს ფლორენტინო პერესთან ერთად პრესკონფერენციაზე გამოჩნდა და გუნდიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

სიყვარულის ახსნა

"ახლა "რეალის" გასაწვრთნელად ისევ მზად ვარ და საშუალება მომეცა ამ გუნდთან ერთად ვიყო, რომელიც ძალიან მიყვარს" - განაცხადა ზიდანმა ორშაბათს თავისი პრეზენტაციის დროს.

ზიზუ - 2 წელიწადი "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში

2016 წლის 4 იანვარს ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში იქნა წარდგენილი, ხოლო ორი წლის შემდეგ ის "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების სიაშია......

ზიდანის უნიკალური მიღწევა

ზინედინ ზიდანი FIFA-ს ვერსიით 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად იქნა დასახელებული......

ზინედინ ზიდანი იუბილარია

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი იუბილარია......

ზიდანი "რეალთან" ერთად ისტორიის შექმნას აგრძელებს

ფრანგი პირველი მადრიდისტაა, რომელმაც ევროპის სუპერთასი ფეხბურთელის და მწვრთნელის რანგში მოიგო......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.