MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალი" ფეხბურთელების გაყიდვით 150 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 15-03-2019, 00:37
"რეალი" ფეხბურთელების გაყიდვით 150 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს

მადრიდის "რეალის" სატრანსფერო კამპანიის გარკვეული დეტალები ცნობილი გახდა...

რამდენიმე დღის წინ "რეალმა" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანი წარადგინა. ფრანგის დაბრუნებით "სამეფო კლუბმა" სატრანსფერო სტრატეგიაზე მუშაობა დაიწყო. ამასთან ერთად, ამ საკითხში მთავარი ადამიანი თავად ზიდანია.

გამოცემა El Confidencial-ის ინფორმაციით, "რეალი" თავისი ფეხბურთელების გაყიდვით 150 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს. კლუბის გეგმის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხა ხამეს როდრიგესის და მატეო კოვაჩიჩის გაყიდვით უნდა მიიღონ.

ხამესი ამჟამად არენდით "ბაიერნში" თამაშობს, მაგრამ მცირეა იმის შანსი, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ის "ბაიერნმა" გამოისყიდოს. ამიტომ, მადრიდელები მას ტრანსფერზე დააყენებენ. ფლორენტინო პერესს კოლუმბიელის გაყიდვით 60 მლნ. ევროს მიღება სურს.

რაც შეეხება კოვაჩიჩს, ხორვატი არენდით "ჩელსიში" ასპარეზობს. ზიდანის გეგმებში არც ხორვატი შედის და მზადაა მის გაყიდვაზე თანხმობა განაცხადოს. "რეალი" კოვაჩიჩის გაყიდვით მინიმუმ 40 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს.

ამ ფეხბურთელების გარდა, ზიზუ "რეალში" ტეო ერნანდესის, მარტინ ედეგორის, ლუკას სილვას და ბორხა მაიორალის ადგილს ვერ ხედავს. ამჟამად, ეს ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებში არენდით თამაშობენ. მათი გაყიდვით "სამეფო კლუბი" მინიმუმ 50 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს.

"რეალი" ხამესს ტრანსფერზე დააყენებს

ფლორენტინო პერესი გუნდის რამდენიმე ფეხბურთელის გაყიდვას გეგმავს, რათა "რეალმა" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს......

100 მლნ. ევრო მორატას და დანილოს სანაცვლოდ

100 მლნ. ევრო - სწორედ ამ თანხის მიღებას გეგმავს მადრიდის "რეალი" ამ ზაფხულს ალვარო მორატასა და დანილოს გაყიდვით. კლუბის ხელმძღვანელობამ კარგად იცის, რომ ზინედინ ზიდანს ამ ორი ფეხბურთელის შენარჩუნება სურს, მაგრამ მორატას და...

Cadena Cope: "რეალი" მზადაა ხამესი არენდით გაუშვას

ხამეს როდრიგესი შესაძლოა არენდით რომელიმე გუნდში გადაბარგდეს......

"ჩელსი" აზარის გაყიდვით 105 მლნ. ევროს მიღებას გეგმავს

ედენ აზარი წლევანდელ სეზონში წარუმატებლად ასპარეზობს და ამან შესაძლოა ბელგიელი ვარსკვლავის "ჩელსიდან" აბარგება დააჩქაროს. ამჟამად, ლონდონელები ინგლისის პრემიერლიგაში მე-13 ადგილზე არიან, ხოლო ტრავმებით გაწამებულმა აზარმა 26...

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.