MADRIDISTA.GE

Real Madrid News

AS: ზიდანი ნეიმარის "რეალში" ტრანსფერს ეწინააღმდეგება

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 15-03-2019, 00:50
AS: ზიდანი ნეიმარის "რეალში" ტრანსფერს ეწინააღმდეგება

მადრიდის "რეალში" დაბრუნებულ ზინედინ ზიდანს თავის გუნდში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის ნეიმარის ხილვა არ სურს...

ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი იწერებოდა იმის შესახებ, რომ "რეალს" ნეიმარის ესპანეთში დაბრუნება სურდა. ადგილობრივი პრესა ამბობდა, რომ ბრაზილიელი ვარსკვლავის ტრანსფერი ფლორენტინო პერესის ერთ-ერთი ახირება იყო.

ბოლო რამდენიმე თვეა "რეალი" ამ ტრანსფერისკენ მიიწევდა და "პსჟ"-სთან ბრაზილიელის თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამ ტრანსფერს ისიც უწყობდა ხელს, რომ ნეიმარს "სამეფო კლუბის" მაისურის მორგება სურს.

მიუხედავად ამისა, ზინედინ ზიდანის მადრიდულ გრანდში დაბრუნებამ ყველაფერი შეცვალა. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ზიზუ მიიჩნევს, რომ ნეიმარის ტრანსფერი საჭირო არ არის.

ფრანგს ნეიმარის ძალიან მაღალი სატრანსფერო ფასი არ მოსწონს და ასევე მიიჩნევს, რომ დროთა განმავლობაში ვინისიუს ჟუნიორს შეუძლია ნეიმარის დონის ფეხბურთელი დადგეს.

ნეიმარის "რეალში" გადაბარგება აზარის ტრანსფერს დაბლოკავს

მადრიდის "რეალი" "პსჟ"-ს ბრაზილიელი ფორვარდის ნეიმარის ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს......

ზიდანი ნეიმარის "რეალში" ტრანსფერის წინააღმდეგი იყო

ბრაზილიელი ჟურნალისტი ანდრე რიზეკი ზინედინ ზიდანთან დაახლოვებულ პირზე დაყრდნობით ირწმუნება, რომ "რეალის" ექს-თავკაცი ნეიმარის მადრიდულ გრანდში ტრანსფერს ეწინააღმდეგებოდა......

მარსელო: "რონალდუ ნეიმარის ტრანსფერს ხელს ვერ შეუშლის"

მარსელომ ისაუბრა იმის შესახებ, შეუშლის თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ნეიმარის მადრიდის "რეალში" გადაბარგებას ხელს......

კალდერონი: "პერესი ნეიმარს რონალდუს "რეალიდან" გასაშვებად იყენებს"

მადრიდის "რეალის" ექს-პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა "პსჟ"-ს ფორვარდ ნეიმარზე ისაუბრა, რომელსაც "სამეფო კლუბში" გადაბარგებას უწინასწარმეტყველებენ......

ნეიმარი 400 მლნ. ევროს სანაცვლოდ

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის "რეალს" ამ ზაფხულს "პსჟ"-დან ნეიმარის შეძენა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.