MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანისთვის "სელტასთან" მატჩი "რეალის" მწვრთნელის რანგში 150-ე იქნება

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ლა ლიგა თარიღი: 15-03-2019, 01:25
ზიდანისთვის "სელტასთან" მატჩი "რეალის" მწვრთნელის რანგში 150-ე იქნება

ზინედინ ზიდანი "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში ახალ ეტაპს შაბათს "სელტასთან" გასამართი საშინაო მატჩით დაიწყებს...

ფრანგი სპეციალისტისთვის "სელტასთან" მატჩი "რეალის" მწვრთნელის რანგში 150-ე იქნება. ზიზუს "რეალში" მწვრთნელობისას გატარებულ 2 წელიწადსა და 5 თვეში ასეთი ბალანსი აქვს: 104 მოგება, 29 ფრე და 16 წაგება. "სამეფო კლუბმა" ზიდანის ხელმძღვანელობით 9 ტიტული მოიგო.

მისი დებიუტი 2016 წლის 9 იანვარს "დეპორტივოსთან" მატჩში შედგა. ეს იმ წარმატების დასაწყისი იყო, რაც ზედიზედ მოგებული 3 ჩემპიონთა ლიგით დაგვირგვინდა. ზიდანის მწვრთნელობისას გუნდის გამარჯვებათა პროცენტული მაჩვენებელი თითქმის 70% იყო, ხოლო მადრიდელები საშუალოდ მატჩში 2,63 გოლის გატანას ახერხებდნენ: 393 გოლი 149 მატჩში.

ზიზუს მიღწევებიდან აღსანიშნავია 40-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 2016 წლის აპრილიდან დაიწყო და 2017 წლის იანვრამდე გაგრძელდა. ასევე, გუნდი ზედიზედ 73 მატჩის განმავლობაში მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა: 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრამდე.

ზიზუ - 2 წელიწადი "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში

2016 წლის 4 იანვარს ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში იქნა წარდგენილი, ხოლო ორი წლის შემდეგ ის "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების სიაშია......

"რეალი" ზედიზედ 57 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს

ოთხშაბათ საღამოს "დეპორტივოსთან" (2:6) გამართულ მატჩში მადრიდის "რეალს" გოლის გასატანად სულ რაღაც 53 წამი დასჭირდა. ალვარო მორატას გოლის წყალობით "სამეფო კლუბმა" თავისი შედეგიანი სერია გააგრძელა. ზინედინ ზიდანის გუნდი ზედიზედ 57...

ზიდანის "რეალი" ლა ლიგის გასვლით მატჩებში გოლის გატანას ყოველთვის ახერხებს

მადრიდელებმა ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გოლის გატანა თოთხმეტივე გასვლით შეხვედრაში მოახერხეს......

ზიზუს გენიალური მიღწევა

გენიალური მიღწევა "სამეფო კლუბის" ახალგაზრდა მწრთნელისთვის......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.