MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალმა" ხამეს როდრიგესს ფასი დაადო

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 15-03-2019, 20:23
"რეალმა" ხამეს როდრიგესს ფასი დაადო

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ხამეს როდრიგესის გასაყიდად მზადაა...

მადრიდულმა გრანდმა კოლუმბიელი ნახევარმცველი 70 მლნ. ფუნტად შეაფასა. ხამესის გადაბირებით "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.

შეგახსენებთ, რომ ხამესი "რეალის" საკუთრებაა და არენდით მიუნხენის "ბაიერნში" ასპარეზობს. სეზონის ბოლოს, 15 ივნისამდე, მიუნხენურ კლუბს კონტრაქტის პირობების მიხედვით, კოლუმბიელის გამოსყიდვა 42 მლნ. ევროდ შეუძლია. წინააღმდეგ შემთხვევაში "რეალში" დაბრუნებული ხამესი დიდი ალბათობით გუნდს დატოვებს.

"ბაიერნი" და "რეალი" უახლოეს მომავალში ხამესის მომავალზე მოლაპარაკებებს გამართავენ

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მიუნხენის "ბაიერნი" და მადრიდის "რეალი" ხამეს როდრიგესის მომავალზე მოლაპარაკებებს გამართავენ......

"არსენალმა" "რეალთან" ხამესის არენდის თაობაზე მოლაპარაკებები გამართა

ლონდონის "არსენალი" ხამეს როდრიგესის არენდით აყვანის საკითხს განიხილავს, რომელიც მადრიდის "რეალის" საკუთრებაა და არენდით "ბაიერნში" ასპარეზობს......

"იუვენტუსი" ხამეს როდრიგესის შეძენით ინტერესდება

კოლუმბიელი ნახევარმცველი ზაფხულში შესაძლოა ტურინულ კლუბში გადაბარგდეს......

Abola: "ბაიერნმა" ხამეს როდრიგესის გამოსყიდვა გადაწყვიტა

მიუნხენის "ბაიერნმა" ხამეს როდრიგესის გამოსყიდვა გადაწყვიტა, რომელიც მადრიდის "რეალის" საკუთრებაა......

"რეალმა" ხამესს "ბაიერნში" არენდით გაშვებამდე კონტრაქტი გაუხანგრძლივა

მადრიდის "რეალმა" ხამეს როდრიგესს "ბაიერნში" ორწლიანი არენდით გაშვებამდე კონტრაქტი ერთი წლით, 2020/2021 წლების სეზონის ბოლომდე გაუხანგრძლივა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.