MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "გახარებული და აღელვებული ვარ, როგორც პირველ დღეს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 16-03-2019, 00:56
ზიდანი: "გახარებული და აღელვებული ვარ, როგორც პირველ დღეს"

ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალში" დაბრუნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ზიზუ ლა ლიგის 28-ე ტურში "სელტასთან" გასამართ საშინაო მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა...

შეგრძნებები

"სეზონის დასრულებამდე 11 მატჩი რჩება. ფეხბურთელები კმაყოფილები არიან. ჩვენ სამი ვარჯიში ჩავატარეთ. ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ფეხბურთელები მაღალი ინტენსივობით ვარჯიშობდნენ, რაც მათ შემართებაზე მეტყველებს".

ფიზიკური კონდიციები

"ფეხბურთელები, მათ შორის ისინიც, რომლებიც ცოტას თამაშობდნენ, ბოლომდე იხარჯებიან. გასაგებია, რომ მატჩი და ვარჯიში განსხვავებული ცნებებია, მაგრამ ფეხბურთელები მზად არიან. ისკოსი ძალიან მეიმედება, როგორც სხვა დანარჩენი შეგირდების. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ისინი ძალიან მონდომებულები არიან".

ტრანსფერები მომავალი სეზონისთვის

"ამაზე არ ვფიქრობ. ამ სეზონის კარგად დასრულებაზე ვარ კონცენტრირებული. ახლა არ ვიფიქრებ, ვინ დარჩება და ვინ წავა... ფეხბურთელებს კონტრაქტები აქვთ. მათ სეზონის წარმატებით დასრულებაზე უნდა იფიქრონ. ეს რთული წელია, მაგრამ გუნდს კარგი მომენტებიც ჰქონდა. ხვალ "სელტასთან" გამარჯვება გვსურს. სხვა დანარჩენი თქვენი ამოცანაა. თქვენი აზრი უნდა დააფიქსიროთ...".

გარეტ ბეილი

"ბეილის სეზონზე არ ვისაუბრებ. წინ 11 მატჩი გვაქვს. მასზე იმედებს ვამყარებ, როგორც სხვა დანარჩენზე. შემიძლია ერთი და იგივე ბევრჯერ გაგიმეოროთ: გარეტი თამაშისთვის მზადაა".

ფლორენტინო პერესის სიტყვები მბაპეზე

"არ ვისაუბრებ იმ ფეხბურთელზე, რომელიც ჩემს გუნდში არ ირიცხება. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნეიმარიც და მბაპეც ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე მხოლოდ ხვალინდელ მატჩზე ვფიქრობ".

ისკოს საქმე

"აქ იმისთვის ვართ, რომ ფეხბურთზე ვიფიქროთ. ეს ისკოსაც ეხება. მას თამაში სურს".

მარსელო და ისკო

"ვხედავ, რომ ისინი ხვალინდელი მატჩისთვის მზად არიან".

ლა ლიგა

"11 მატჩი გვრჩება და ყველას მოგება გვსურს. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ლა ლიგას მოვიგებთ, მაგრამ მოედანზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ, დანარჩენს კი ვნახავთ, როგორ დასრულდება".

მეკარე

"სასტარტო შემადგენლობის მეკარის ვინაობას ხვალ გაიგებთ".

მილიტაო

"ეს ფეხბურთელი კლუბმა შეიძინა. ის ძალიან კარგია და დიდი მომავალი აქვს. მილიტაო ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც ორ პოზიციაზე თამაში შეუძლია, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური მცველობა ურჩევნია. "რეალში" მისი იმედი აქვთ".

კრიშტიანუს "ატლეტიკოსთან" თამაში

"მისი თამაშით აღფრთოვანებული დავრჩი, მაგრამ არ გამკვირვებია. კრიშტიანუმ ჩემი გაოცება საერთოდ ვერ მოახერხა. როგორც ყოველთვის, მისით აღფრთოვანებული ვარ და მის წინაშე ქედს ვიხრი".

ისურვებდა თუ არა მბაპეს გაწვრთნას

"ყველა კარგი ფეხბურთელის გაწვრთნა მომწონს, მაგრამ ახლა ამაზე სასაუბროდ არახელსაყრელი დროა".

მარსელოს ფორმა

"ის მწყობრშია. ბოლო დღეებია ვხედავ, რომ მარსელო კარგ ფორმაშია. მას ამ სეზონში არცთუ ისე ბევრი სათამაშო დრო ჰქონდა. თუმცა, ის პროფესიონალია და დარწმუნებული ვარ, მთელი ამ დროის განმავლობაში თავდაუზოგავად შრომობდა. უნდა დავაფასოთ ის სამუშაო, რაც წინა მწვრთნელმა გასწია. ეს ძალიან რთული იყო. მარსელო მოტივირებულია და თამაშის დიდი სურვილი აქვს. მიხარია, რომ ასეთს ვხედავ".

ცვლილებები

"9 თვე გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ ამბიციები უცვლელი დარჩა. ფეხბურთელებს სეზონის წარმატებით დასრულება კვლავინდებურად სურთ. "რეალზე" ყოველთვის დიდი ზეწოლაა, მაგრამ ამბიციები ყოველთვისაა და მიხარია, რომ ამას ისევ ვხედავ. ცვლილებები მჭირდებოდა და ვფიქრობ, ამან დადებითად იმოქმედა. ახლა შემართებით და ამბიციებით დავბრუნდი".

"სანტიაგო ბერნაბეუზე" დაბრუნება

"გახარებული და აღელვებული ვარ, როგორც პირველ დღეს. ძალიან მსურს "რეალთან" ერთად ახალი თავგადასავალი დავიწყო".

გუნდში ჩასატარებელი ცვლილებები

"ჩემი პასუხი არ მოგეწონებათ. ახლა ამაზე სასაუბროდ არახელსაყრელი დროა. პოზიტიურად უნდა ვიფიქროთ და ხვალინდელ მატჩში გავიმარჯვოთ. სხვა არაფერზე ვფიქრობ. აქ იმისათვის არ ვარ, რომ სია შევადგინო. ჩემი მიზანია გუნდთან ერთად სეზონი რაც შეიძლება წარმატებით დავასრულო. ფეხბურთელებს თავიანთი შესაძლებლობების დამტკიცება სურთ".

სოლარი: "გამარჯვება გვჭირდება. ამაზე იოლი და რთული არაფერია"

სანტიაგო სოლარიმ, რომელიც მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელია, სამეფო თასის 1/16 ფინალში "მელილასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ხვალ "რეალის" და "პსჟ"-ს მატჩი გველოდება და არა რონალდუს და ნეიმარის"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ"-სთან გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "საკუთარ მოედანზე ყველაზე მთავარი კარის მშრალად შენახვაა"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "ნაპოლისთან" გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "რონალდუს გაყიდვის წინააღმდეგი ვარ"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "რომასთან" გასამართი საპასუხო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ნეიმარის შესახებ გავრცელებული ჭორები არ მაინტერესებს"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 22-ე ტურში "ესპანიოლთან" გასამართი საშინაო დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.