MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ასენსიო ზიდანისთვის ხელშეუხებელია

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ბლოგი თარიღი: 16-03-2019, 00:40
ასენსიო ზიდანისთვის ხელშეუხებელია

მარკო ასენსიოს მომავალი მადრიდის "რეალს" უკავშირდება. მართალია, ბოლო პერიოდში მარკოს რეგრესი აქვს, მაგრამ კლუბში თვლიან, რომ შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელია, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. მათ შორისაა მარკო ასენსიო. გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ახალი სეზონიდან ასენსიო გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იქნება...

"სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ზინედინ ზიდანის დაბრუნებამდე მიიღო. ეს უკანასკნელი კი მარკოს ყოველთვის ბოლომდე გვერდში ედგა. ზიზუს ასენსიოს შესაძლებლობების თავიდანვე სჯეროდა და მას ყოველთვის იცავდა. ესპანელი "ესპანიოლში" გატარებული ერთწლიანი არენდის შემდეგ "რეალს" 2016/17 წლების სეზონის წინ შეუერთდა. მას ძირითადში ადგილი განაღდებული არ ჰქონდა, მაგრამ ზიდანს მასში ეჭვი თავიდანვე არ ეპარებოდა და ესპანელი გუნდში დატოვა.

ფეხბურთელის პოზიცია კლუბის გადაწყვეტილებას სრულად შეესაბამება. ასენსიოს მხოლოდ "რეალში" თამაში სურს. ევროპული გრანდები მარკოს გადაბირებით მუდამ ინტერესდებიან. ისინი მას და "რეალს" ზღაპრულ პირობებს სთავაზობენ, მაგრამ ესპანელს ამის მოსმენა არასდროს სურდა. მარკო ასენსიო ყოველთვის ამბობდა, რომ მისი ოცნება "სანტიაგო ბერნაბეუზე" წარმატების მიღწევა იყო და დღეს არ არსებობს წინადადება, რომელიც მის აზრს შეცვლიდა. კლუბში ფეხბურთელის ასეთ ერთგულებას ყოველთვის აფასებდნენ.

ეს სეზონი ასენსიოსთვის ძალიან კარგად დაიწყო: ძირითადის უცვლელი წევრი იყო, წარმატებულ მატჩებს ატარებდა, მაგრამ შემდეგ გუნდიც ორმოში აღმოჩნდა. შესაბამისად, თავად მარკოსაც ჩავარდნა დაეწყო. ფეხბურთელს აკრიტიკებდნენ. ამას ტრავმაც დაემატა, რომლის შემდეგაც მინდორს ძალიან მოტივირებული დაუბრუნდა. ასენსიო ვარჯიშებზე თავდაუზოგავად შრომობდა, რათა საუკეთესო კონდიციები დაებრუნებინა და როგორც კი შანსი მიეცა, მაშინვე თავი გამოიჩინა. ესპანელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "აიაქსს" ორივე მატჩში გოლი გაუტანა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მატჩი სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო.

თანაგუნდელები ვერ ხვდებიან, რატომ არ აძლევდა სანტიაგო სოლარი ასენსიოს ხშირად შანსს, მაგრამ ახლა, როცა ზიდანი "რეალში" დაბრუნდა, ესპანელის წინაშე ახალი ჰორიზონტი იშლება.

ასენსიოს აგენტი: "მარკო 99%-ით "რეალში" რჩება"

მარკო ასენსიოს აგენტმა, ჰორაციო გაჯიოლიმ, Cadena COPE-ს ეთერში ფეხბურთელის მომავალზე ისაუბრა......

"რეალმა" შესაძლოა ასენსიო და ლიორენტე გუნდში დატოვოს

მარკო ასენსიო და მარკოს ლიორენტე ახლოს არიან იმასთან, რომ მომავალი სეზონი მადრიდის "რეალის" რიგებში გაატარონ......

ზიდანი ასენსიოს გუნდში დატოვებას გეგმავს

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, დიდი ალბათობით, მარკო ასენსიო მომავალ სეზონს მადრიდის "რეალის" რიგებში გაატარებს......

დილემა ასენსიოს წინაშე

გასულ ზაფხულს "ესპანიოლს" დიდი შრომა მოუწია იმისათვის, რომ მარკო ასენსიო გადაებირებინა. "მალიორკას" ექს-ფეხბურთელის გადაბირებით ბევრი ესპანური კლუბი ინტერესდებოდა. ასენსიომ კატალონიური კლუბის სასტარტო შემადგენლობაში თავი...

ასენსიო მოსამზადებელ ეტაპს გუნდთან ერთად გაივლის

მიუხედავად იმისა, რომ მარკო ასენსიოს ბევრი კლუბისგან აქვს შემოთავაზება, ბენიტესს ფეხბურთელის ახლოს გაცნობა და მისი შესაძლებლობების გაანალიზება სურს. ესპანეთის 19–წლამდელთა ნაკრების წევრი მოსამზადებელ ეტაპს გუნდთან ერთად გაივლის....

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.