MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიზუს ეფექტი: მბაპე და ნეიმარი "რეალში" ითამაშებენ

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 16-03-2019, 01:04
ზიზუს ეფექტი: მბაპე და ნეიმარი "რეალში" ითამაშებენ

ზინედინ ზიდანის მადრიდის "რეალში" მოულოდნელი დაბრუნებით ყველა გაოცებული დარჩა. კლუბის ხელმძღვანელობამ ფრანგ სპეციალისტს სასურველი ფეხბურთელების შეძენის პირობა მისცა. შესაბამისად, ზიზუს "რეალში" დაბრუნებამ საფრანგეთში ბევრი სატრანსფერო ჭორი გააღვიძა...

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გავლენიანი პირები კილიან მბაპეს და ნეიმარის ასპარეზობით ყოველთვის აღფრთოვანებულები იყვნენ. თუმცა, კლუბის ფინანსური მდგომარეობა და "პსჟ"-ს მუდმივი უარი ამ ტრანსფერების განხორციელებას ხელს უშლიდა. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში დარწმუნებულები არიან, რომ ამ ზაფხულს მბაპეც და ნეიმარიც "რეალის" ფორმას მოირგებენ. ამასთან ერთად, ეს ინფორმაციები ფრანგულ პრესაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ზიდანმა "რეალში" დაბრუნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა.

ზიზუს მბაპეს შეძენა ჯერ კიდევ მაშინ სურდა, როცა ახალგაზრდა ფორვარდი "მონაკოს" ღირსებას იცავდა. მადრიდელებმა მაშინ "მონეგასკებთან" შეთანხმებასაც მიაღწიეს, მაგრამ რაღაც მიზეზით ტრანსფერი ჩაიშალა და საფრანგეთში ფიქრობენ, რომ ამჯერად ლეგენდარული ფრანგი მბაპეს ხელიდან არ გაუშვებს.

ახლა ზიდანს ფლორენტინო პერესთან მიმართებაში ბევრად ძლიერი პოზიციები აქვს. ერთი შეხედვით, საქმის ამგვარი ვითარება შესაძლოა სასაცილოდ ჩანდეს იმ მწვრთნელისთვის, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო, მაგრამ "რეალში" ყველაფერი სწორედ ასეა მოწყობილი. მადრიდელებმა ეს პერიოდი ფრანგის გარეშე გამოიარეს და ეს ძალიან უსიამოვნო იყო. ზიდანის ყველა ეჭვი იმის შესახებ, რომ გუნდში ცვლილებები იყო საჭირო, გამართლდა და ამას ცოტა თუ უარყოფს.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ახალი სეზონიდან მბაპეც და ნეიმარიც "რეალში" იასპარეზებენ. თუმცა, პარიზელთა პრეზიდენტ ნასერ ალ-ჰელაიფის სჯერა, რომ ფრანგიც და ბრაზილიელიც კლუბის ერთგულები არიან და მინიმუმ 2019/20 წლების სეზონის ბოლომდე "პარკ დე პრენსზე" დარჩებიან.

ზიდანმა მბაპეს "რეალში" გადაბარგება ურჩია

El Chiringuito-ს ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა "პსჟ"-ს ფორვარდ კილიან მბაპეს მადრიდის "რეალში" გადაბარგება ურჩია......

"პსჟ"-ს პრეზიდენტი: "ნეიმარი და მბაპე გუნდში რჩებიან"

"პსჟ"-ს პრეზიდენტმა ნასერ ალ-ჰელაიფიმ ნეიმარისა და მბაპეს ირგვლივ გავრცელებულ სატრანსფერო ჭორებზე კომენტარი გააკეთა......

ფრანგული პრესა: მბაპე "მონაკოს" ამ ზაფხულს დატოვებს

Le10sport-ის ინფორმაციით, "მონაკოს" ფორვარდი კილიან მბაპე მადრიდის "რეალში" გადაბარგებასთან კიდევ უფრო ახლოსაა. 18 წლის ფრანგმა ამის შესახებ კლუბის ხელმძღვანელობასაც ამცნო......

Marca: მბაპემ "რეალში" გადაბარგებაზე თანხმობა განაცხადა

"მონაკოს" ახალგაზრდა ფორვარდი კილიან მბაპე შესაძლოა მადრიდის "რეალში" ამ ზაფხულში გადაბარგდეს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

05.05.2019 18:15


1 - 0

28.04.2019 22:45
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.