MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში 150-ე მატჩი ჩაატარა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ლა ლიგა თარიღი: 16-03-2019, 22:07
ზიდანმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში 150-ე მატჩი ჩაატარა

ზინედინ ზიდანმა "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში ახალი ეტაპი "სელტასთან" (2:0) გამარჯვებით დაიწყო...

ფრანგმა სპეციალისტმა "სამეფო კლუბის" თავკაცის რანგში 150-ე მატჩი ჩაატარა. ზიზუს "რეალში" მწვრთნელობისას ასეთი ბალანსი აქვს: 105 მოგება, 29 ფრე და 16 წაგება. "სამეფო კლუბმა" ზიდანის ხელმძღვანელობით 9 ტიტული მოიგო.

მისი დებიუტი 2016 წლის 9 იანვარს "დეპორტივოსთან" მატჩში შედგა. ეს იმ წარმატების დასაწყისი იყო, რაც ზედიზედ მოგებული 3 ჩემპიონთა ლიგით დაგვირგვინდა. ზიდანის მწვრთნელობისას გუნდის გამარჯვებათა პროცენტული მაჩვენებელი 70%-ს შეადგენს, ხოლო მადრიდელები საშუალოდ მატჩში 2,63 გოლის გატანას ახერხებენ: 395 გოლი 150 მატჩში.

ზიზუს მიღწევებიდან აღსანიშნავია 40-მატჩიანი წაუგებელი სერია, რომელიც 2016 წლის აპრილიდან დაიწყო და 2017 წლის იანვრამდე გაგრძელდა. ასევე, გუნდი ზედიზედ 73 მატჩის განმავლობაში მოედანს უგოლოდ არ ტოვებდა: 2016 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრამდე.

ზიდანისთვის "სელტასთან" მატჩი "რეალის" მწვრთნელის რანგში 150-ე იქნება

ზინედინ ზიდანი "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში ახალ ეტაპს შაბათს "სელტასთან" გასამართი საშინაო მატჩით დაიწყებს......

ზიზუ - 2 წელიწადი "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში

2016 წლის 4 იანვარს ზინედინ ზიდანი მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის რანგში იქნა წარდგენილი, ხოლო ორი წლის შემდეგ ის "სამეფო კლუბის" ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელების სიაშია......

"რეალი" ზედიზედ 57 მატჩია მოედანს უგოლოდ არ ტოვებს

ოთხშაბათ საღამოს "დეპორტივოსთან" (2:6) გამართულ მატჩში მადრიდის "რეალს" გოლის გასატანად სულ რაღაც 53 წამი დასჭირდა. ალვარო მორატას გოლის წყალობით "სამეფო კლუბმა" თავისი შედეგიანი სერია გააგრძელა. ზინედინ ზიდანის გუნდი ზედიზედ 57...

ზიდანის "რეალი" ლა ლიგის გასვლით მატჩებში გოლის გატანას ყოველთვის ახერხებს

მადრიდელებმა ფრანგი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გოლის გატანა თოთხმეტივე გასვლით შეხვედრაში მოახერხეს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

31.03.2019 23:45


2 - 0

16.03.2019 19:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 27 69 26 63
2 ატლეტიკო 28 39 19 56
3 რეალი 28 49 32 54
4 ხეტაფე 27 36 24 45
5 ალავესი 28 31 31 44
6 სევილია 27 46 36 40




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.