MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მინი-მოსამზადებელი ეტაპი "ვალდებებასზე"

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ბლოგი თარიღი: 19-03-2019, 15:29
მინი-მოსამზადებელი ეტაპი "ვალდებებასზე"

სანაკრებო შესვენების დროს "ვალდებებასი" ცარიელდება, ხოლო "რეალს" მორიგი მატჩი 31 მარტს "უესკასთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე" ელოდება. ზინედინ ზიდანი ამით სარგებლობას აპირებს, რათა მადრიდში დარჩენილ ზოგიერთ ფეხბურთელს საუკეთესო კონდიციები დაუბრუნოს. საუბარია ისკოზე, მარსელოზე, ნაჩოზე, მარიანოზე, ბენზემაზე, ბრაიმ დიასზე და ალვარო ოდრიოზოლაზე...

ზიდანის მიზანია "ვალდებებასზე" მინი-მოსამზადებელი ეტაპი მოაწყოს იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც წლევანდელ სეზონში მცირე სათამაშო დრო ეძლეოდათ. რა თქმა უნდა, ისკოსთვის, მარსელოსთვის და სხვა დანარჩენებისთვის საუკეთესო კონდიციების დასაბრუნებლად უკეთესი ვარიანტი მატჩებია, მაგრამ ზიზუ ამავდროულად აცნობიერებს, რომ ისინი თავიანთ საუკეთესო კონდიციებში არ იმყოფებიან და ვარჯიშებზე თავდაუზოგავი შრომაა საჭირო. ეს ფეხბურთელები პინტუსის ხელმძღვანელობით ფიზ-მომზადებაზე ინტენსიურ ვარჯიშებს ჩაატარებენ, რათა ლა ლიგაში დარჩენილი 10 მატჩისთვის საუკეთესოდ იყვნენ მომზადებულნი.

თავის მხრივ, ეს მინი-მოსამზადებელი ეტაპი ყველაზე მეტად ბრაიმ დიასს სჭირდება. ის ზამთარში შეიძინეს, მაგრამ მალევე მიივიწყეს, მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ სიტისთან" მისი ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა. ესპანელი ბოლოს მინდორზე 16 იანვარს, "ლეგანესთან" გამართულ საპასუხო მატჩში გამოჩნდა, მაგრამ ზიდანმა ბრაიმი პირველივე მატჩში განაცხადში შეიყვანა და მას მეტ სათამაშო დროს მისცემს. ფრანგი აცნობიერებს, რომ დიასს დიდი ხანია არ უთამაშია. ამიტომ, ფორმაშიც არაა. ბრაიმის გარდა, ფორმაში დაბრუნება მარიანოსაც სურს. სოლარისგან კიდევ ერთი მივიწყებული ფეხბურთელი. თუმცა, მას კარგი სეზონის ჩატარებაში ტრავმებმაც ხელი შეუშალეს.

ვარჯიშს შესაძლოა მარკოს ლიორენტეც შეუერთდეს, რომელიც გამოჯანმრთელების ბოლო ეტაპზეა. ის ტრავმირებულებიდან ერთადერთია, ვინც სანაკრებო შესვენების დროს გუნდს დაუბრუნდება. ვინისიუსისთვის სეზონი უკვე დასრულებულია, ხოლო ლუკასს და კარვახალს ტრავმების მოსაშუშებლად ბევრად მეტი დრო სჭირდებათ.

ბრაიმ დიასი "რეალის" ფეხბურთელია. ტრანსფერი დღეს გაოფიციალურდება

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ სიტი" ბრაიმ დიასის ტრანსფერზე შეთანხმდნენ......

ხუთი კარგი სიახლე ხულენ ლოპეტეგისთვის

მადრიდის "რეალისთვის" მოსამზადებელი ეტაპი დასრულებულია და შედეგების მიხედვით ხულენ ლოპეტეგის შეუძლია მინიმუმ ხუთი პოზიტიური მომენტი გამოარჩიოს......

სამწვრთნელო შტაბმა ზიდანის გეგმების შესახებ არაფერი იცოდა

ზინედინ ზიდანი კლუბთან გამომშვიდობებას წინდახედულად მიუდგა. ის თავის გადაწყვეტილებას საიდუმლოდ ინახავდა. AS-ის ინფორმაციით, გუშინ საღამოს "ვალდებებასზე" შეკრება იყო დაგეგმილი, რათა მოსამზადებელი ეტაპის გეგმა შემუშავებულიყო......

ტეო ერნანდესი "ხეტაფესთან" მატჩისთვის დაბრუნებას გეგმავს

ტეო ერნანდესი, რომელმაც "რეალ სოსიედადთან" მატჩში მარჯვენა მხარი დაიზიანა, გამოჯანმრთელების პროცესს აგრძელებს და დიდი ალბათობით მინდორს სანაკრებო შესვენების შემდეგ დაუბრუნდება......

ფაბიუ კოენტრაუს ახალი ცხოვრება

ბოლო დღეებში მადრიდის "რეალის" ერთ-ერთი ფეხბურთელი საწვრთნელ ბაზა "ვალდებებასზე" უფრო მეტ დროს ატარებს, ვიდრე დანარჩენები: მინდორზე, სპორტდარბაზსა და აუზში ვარჯიშობს, აღდგენითი პროგრამით დავალებებს ასრულებს და ფიზიოთერაპევტის...

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.