MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ბოლუდა: "რეალის" პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება მსურს"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 20-03-2019, 14:47
ბოლუდა: "რეალის" პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნება მსურს"

ვისენტე ბოლუდამ, რომელიც რამონ კალდერონის წასვლის შემდეგ "რეალის" პრეზიდენტი 2009 წლის 1 ივნისამდე იყო, ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...

ვალენსიელმა ბიზნესმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას "სამეფო კლუბში" მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს "რეალის" პრეზიდენტის პოსტს დაუბრუნდება.

"დაბრუნების იმედი მაქვს. ვფიქრობ, ერთხელაც არჩევნები ისევ იქნება. ჩემი გეგმის განხორციელება მსურს".

"ფლორენტინოს ყოველთვის ბევრი ფული აინტერესებდა. ვფიქრობ, სტადიონის რეკონსტრუქცია დიდი შეცდომაა. ეს ისევ ძველი პროექტი იქნება, განურჩევლად იმისა, თუ რამდენი ფული დაიხარჯება. რეკონსტრუქციისთვის 25-30%-ით მეტი დაიხარჯება, ვიდრე მოსალოდნელი იყო".

"რეალი" ღრუბლებში გაფრინდა. კრიშტიანუ რონალდუ გვყავდა, რომელიც შესანიშნავი ფეხბურთელი და საოცარი ქარიზმის მქონე ლიდერი იყო. გარდა ამისა, ის ყოველ სეზონში 50 გოლის გატანას ახერხებდა. ფლორენტინომ ის მოიშორა ისე, რომ მოსალოდნელი შედეგები არ გაითვალისწინა. ამასთან ერთად, მსოფლიო დონის ვარსკვლავები არ შეიძინა. "რეალში" ექსპერიმენტების ადგილი არ არის"
- განაცხადა ბოლუდამ.

ფიგუ: "ვიმედოვნებ, რონალდუ "რეალში" დარჩება"

ლუიშ ფიგუმ იმედი გამოთქვა, რომ კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის "რეალში" დარჩება......

"რეალის" ექს-პრეზიდენტი: "პიკეს სიტყვები? ყველამ იცის, რომ ის ხშირად სისულელეებს ამბობს"

მადრიდის "რეალის" ექს-პრეზიდენტმა ვისენტე ბოლუდამ რაულ გონსალეს ბლანკოს "სამეფო კლუბში" შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა. ასევე, ჟერარ პიკეს მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ სკანდალურ განცხადებას გამოეხმაურა......

ნავასი: ""რეალში" იმიტომ გადმოვბარგდი, რომ ძირითადში ადგილი მოვიპოვო"

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა კეილორ ნავასმა, კოსტა–რიკულ ჟურნალ «La Razón»–ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის გამოჯანმრთელების პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა......

ობამეიანგი: "იმედი მაქვს, ერთ მშვენიერ დღეს "რეალში" გადავბარგდები"

დორტმუნდის "ბორუსიას" ფორვარდ პიერ–ემერიკ ობამეიანგს იმედი აქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს მადრიდის "რეალის" ფეხბურთელი გახდება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.