MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მოურინიო: "როცა "რეალში" მივედი, "ლიონთან" შეხვედრის შიში ჰქონდათ"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 20-03-2019, 16:10
მოურინიო: "როცა "რეალში" მივედი, "ლიონთან" შეხვედრის შიში ჰქონდათ"

მადრიდის "რეალის" ექს-თავკაცმა ჟოზე მოურინიომ 2010 წელი გაიხსენა, როცა "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე პირველად იასპარეზა...

"ვფიქრობ, ჩემს მისვლამდე "რეალი" 7-8 წელიწადი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერ გადიოდა".

"მახსოვს, ჩემს პირველ სეზონში მეტოქე "ლიონი" იყო და კლუბში ყველას შიში ჰქონდა. არ მესმოდა, რატომ ჰქონდა ასეთი დონის კლუბს "ლიონის" შიში. მართალია, "ლიონი" კარგი კლუბი იყო, მაგრამ ეს ხომ მაინც "ლიონია"!".

"ნახევარფინალში პენალტების სერიაში დავმარცხდით, როცა კაკამ, სერხიო რამოსმა და კრიშტიანუ რონალდუმ - შესანიშნავმა პენალტისტებმა თავიანთი დარტყმები ვერ გამოიყენეს. ლა ლიგაში 100-ქულიანი რეკორდი დავამხეთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პენალტებში დავმარცხდით"
- იხსენებს მოურინიო.

მოურინიო: "თუ ყოფილ კლუბს შენი დაბრუნება სურს, ეს სიამაყის საბაბს იძლევა"

მადრიდის "რეალის" ექს-თავკაცმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ "სამეფო კლუბის" მხრიდან ინტერესით ამაყობს......

"ლა ლიგაში რეკორდები დავამყარეთ" - მოურინიომ "რეალში" მუშაობა გაიხსენა

მადრიდის "რეალის" ექს-თავკაცმა ჟოზე მოურინიომ მადრიდულ გრანდში მუშაობის პერიოდი გაიხსენა......

კაკა: "რეალში" ორი პრობლემა მქონდა: ტრავმები და მოურინიო"

რიკარდო კაკამ მადრიდის "რეალში" ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით თამაში გაიხსენა......

პროკურატურამ მოურინიოს "რეალში" გადაბარგების ახალი გარემოებები გამოავლინა

მადრიდის პროკურატურის ინფორმაციით, რომელიც ჟოზე მოურინიოს გადასახადების სახით 3,3 მლნ. ევროს დამალვაში ადანაშაულებს, პორტუგალიელმა სპეციალისტმა მადრიდის "რეალთან" კონტრაქტი 2010 წლის 31 მარტს გააფორმა, როცა "რეალს" ჯერ კიდევ...

მაურიციო სარი: "მადრიდის "რეალისადმი" შიში ლოგიკურია"

"ნაპოლის" თავკაცი, მაურიციო სარი, ჩემპიონთა ლიგაზე მადრიდის "რეალთან" გასამართ დაპირისპირებებს მოუთმენლად ელოდება. თუმცა, ამავდროულად "სამეფო კლუბს" ძალიან უფრთხის......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.