MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ფელიპე ანდერსონი - აზარის ალტერნატივა "რეალში"

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 21-03-2019, 19:38
ფელიპე ანდერსონი - აზარის ალტერნატივა "რეალში"

მადრიდის "რეალი" ინგლისური "ვესტ ჰემის" ნახევარმცველ ფელიპე ანდერსონის შეძენით დაინტერესდა...

იმ შემთხვევაში, თუ ედენ აზარის "რეალში" ტრანსფერი ჩაიშლება, მადრიდელები "ვესტ ჰემის" 25 წლის ნახევარმცველის ტრანსფერზე გადაერთვებიან.

Sky Sports News-ის ინფორმაციით, ამ თვეში "ჩელსიმ" აზარის ტრანსფერის თაობაზე "რეალის" 60 მლნ. ფუნტიანი წინადადება უარით გაისტუმრა.

ლონდონურ კლუბს ბელგიელი ვარსკვლავის სანაცვლოდ მინიმუმ 2-ჯერ მეტი თანხის მიღება სურს. აზარს "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება.

ბელგიელმა კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ყველა წინადადება უარით გაისტუმრა. "ჩელსიმ" შესაძლოა აზარის გაშვებაზე უარი თქვას, რადგან FIFA-მ უახლოეს ორ სატრანსფერო ფანჯარაზე ახალი ფეხბურთელების დამატება აუკრძალა.

მოვლენების ამგვარად განვითარების გამო ზინედინ ზიდანმა ყურადღება ფელიპე ანდერსონზე გადაიტანა. სავარაუდოდ, "რეალს" ეს ტრანსფერი 65 მლნ. ფუნტი დაუჯდება.

"ვესტ ჰემმა" ანდერსონი გასულ ზაფხულს "ლაციოდან" 33,5 მლნ. ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.

ბრაზილიელმა ინგლისის პრემიერლიგაში ჩატარებულ 31 მატჩში თავი 8 გოლით და 5 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

HLN: "ჩელსიმ" "რეალის" პირველ წინადადებაზე უარი თქვა

ბელგიური გამოცემა HLN-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" ზაფხულში ლონდონის "ჩელსის" ვინგერ ედენ აზარის შეძენას გეგმავს......

"რეალი" "ჩელსის" აზარის ტრანსფერის თაობაზე დაუკავშირდა

მადრიდის "რეალმა" ლონდონის "ჩელსისთან" ედენ აზარის ტრანსფერის თაობაზე პირველი მოლაპარაკებები გამართა......

აზარი "რეალის" წინადადებას ელოდება

ედენ აზარმა "ჩელსისთან" კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი ორჯერ თქვა. ამის შესახებ ბელგიელმა საფეხბურთო ექსპერტმა კრისტოფ ტერიემ ისაუბრა......

"ჩელსი" აზარის სანაცვლოდ 200 მლნ. ფუნტს ითხოვს

ლონდონის "ჩელსიმ" მადრიდის "რეალს" ედენ აზარის ღირებულება ამცნო......

"რეალმა" აზარის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო

ესპანური პრესის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი შემტევის ედენ აზარის მადრიდის "რეალში" გადაბარგების შანსი კიდევ უფრო გაიზარდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.