MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მოდრიჩმა ჯოკოვიჩს და ფედერერს აჯობა და 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 21-03-2019, 20:03
მოდრიჩმა ჯოკოვიჩს და ფედერერს აჯობა და 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი გახდა

მადრიდის "რეალის" ხორვატი ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი 2018 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად დასახელდა...

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში სპორტული პრესის საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) მიერ 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

მამაკაცებს შორის საუკეთესოდ ლუკა მოდრიჩი დასახელდა.

"მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარი დამიჭირა. ჩემთვის ასეთი აღიარება ძალიან დიდი პატივია. თავს ნამდვილად ბედნიერად ვგრძნობ" - განაცხადა მოდრიჩმა პრიზის მიღების შემდეგ.

გამარჯვებული 87 ქვეყნის 359 ჟურნალისტმა გამოავლინა. მოდრიჩმა 419 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე და მესამე ადგილებზე ნოვაკ ჯოკოვიჩი (337 ქულა) და როჯერ ფედერერი (290 ქულა) გავიდნენ.

IFFHS: წლის საუკეთესო ფლეიმეიქერად მოდრიჩი დასახელდა

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2018 წლის საუკეთესო ფლეიმეიქერად ლუკა მოდრიჩი დაასახელა......

2018 წლის საუკეთესო გოლკიპერად ტიბო კურტუა დასახელდა

FIFA-ს The Best-ის დაჯილდოვების ცერემონიაზე 2018 წლის საუკეთესო გოლკიპერად ტიბო კურტუა დასახელდა, რომელიც მადრიდის "რეალს" ამ ზაფხულს შეუერთდა......

მოდრიჩმა რონალდუს 90 ხმით აჯობა

ლუკა მოდრიჩმა კრიშტიანუ რონალდუ UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზისთვის ბრძოლაში დაამარცხა. ხორვატმა ვარსკვლავმა რონალდუს 90, ხოლო მოჰამედ სალაჰს 179 ხმით აჯობა......

მოდრიჩი UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ლუკა მოდრიჩი UEFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა......

მოდრიჩი ხორვატიაში 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

მადრიდის "რეალის" ნახევარმცველი ხორვატიაში განვლილი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.