MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რეგილონი: "მარსელო გუნდის ძირითადი შემადგენლობის მცველია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 22-03-2019, 00:24
რეგილონი: "მარსელო გუნდის ძირითადი შემადგენლობის მცველია"

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველმა სერხიო რეგილონმა, რომელიც ესპანეთის 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, რადიოსადგურ Onda Cero-ს ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა...

თანაგუნდელების ხუმრობა

"ნაკრებში პირველად გამომიძახეს და თანაგუნდელებმა იხუმრეს, მაგრამ ყველაფერმა კარგად ჩაიარა".



ახალგაზრდულ ნაკრებში მოხვედრა

"22 წლის ასაკში ეს ჩემთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე 17 წლის ასაკში".

მესისთან პრობლემები "კლასიკოში"

"კლასიკოში" ყველაფერი ელვისებური სისწრაფით ხდება. იმ მომენტისათვის ვერაფერს აცნობიერებ და შესაძლოა რაღაც წამოგცდეს, მაგრამ გაიგეთ: ასეთი რაღაცები მინდორზე რჩება. ამის გაკეთებას გარემოება გაიძულებს".

ნაკრებში დებიუტზე ოცნება

"არ ვიცი, ვითამაშებ თუ არა ხუთშაბათს. ვიმედოვნებ, ასე მოხდება და პირველ შეხვედრას ჩავატარებ".

მხარდაჭერა "რეალის" ქომაგებისგან

"ჩემს ძალისხმევას სხვებიც ხედავენ და ამის უარყოფა შეუძლებელია. გარდა ამისა, ისინი მხარს მიჭერენ, როგორც კლუბის აღზრდილს".

მარსელო

"ის ნამდვილად კარგი პიროვნებაა. მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მარსელო გუნდის ძირითადი შემადგენლობის მცველია".

რეგილონი: "რამოსმა მომიბოდიშა და ეს თემა დახურულია"

სერხიო რეგილონმა ლა ლიგის მე-11 ტურში "ვალიადოლიდთან" (2:0) გამარჯვების შემდეგ ჟურნალისტებს ინტერვიუ მისცა......

მარიანო: "არ ვიცი, აქვს თუ არა "რეალს" ჩემი გამოსყიდვის უფლება"

მადრიდის "რეალის" აღზრდილმა მარიანო დიასმა, რომელიც ფრანგული "ლიონის" ღირსებას იცავს, ესპანურ რადიოსადგურ Onda Cero-ს ინტერვიუ მისცა, სადაც ესპანეთის ნაკრებში შესაძლო ასპარეზობაზე ისაუბრა. ასევე, განაცხადა, რომ არ იცის, აქვს თუ...

მარსელო: "ნაკრებში გამოძახებით ძალიან გახარებული ვარ"

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი მარსელო ნაკრებში გამოიძახეს. მადრიდელთა ვიცე-კაპიტანმა ამის შესახებ სოციალურ ქსელში კომენტარი გააკეთა......

ნაჩო: "ბენიტესსა და გუნდს შორის არანაირი კონფლიქტი არ არის"

ნაჩო ფერნანდესმა, რომელიც ესპანეთის ნაკრებში გამოიძახეს, ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.