MADRIDISTA.GE

Real Madrid News

თანაგუნდელებს ვარანის ირგვლივ გავრცელებული ჭორები არ უკვირთ

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 22-03-2019, 00:37
თანაგუნდელებს ვარანის ირგვლივ გავრცელებული ჭორები არ უკვირთ

L'Equipe-ს მიერ რაფაელ ვარანის მადრიდის "რეალიდან" შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია "სამეფო კლუბის" გასახდელში არავის უკვირს, რადგან თანაგუნდელები სეზონის დასაწყისიდან ხვდებოდნენ, რომ ფრანგი მცველი თამაშზე 100%-ით კონცენტრირებული არ იყო...

რამდენიმე მატჩში ვარანს კონცენტრაცია ნამდვილად აკლდა. მაგალითად, "ბერნაბეუზე" "ლევანტესთან" (1:2) მატჩში, სადაც მეტოქე გუნდის ორივე გოლის დროს შეცდა. ასევე, "ნოუ კამპზე" (1:5), სადაც ლუის სუარესის წინააღმდეგ წესები დაარღვია და კატალონიელებს პენალტი აჩუქა.

ვარანს უკვე რამდენიმე წელია ერთი პრობლემა აქვს. რამოსის გარეშე მისი თამაში უბრალოდ საშინელებაა. ის კაპიტანთან წყვილში თამაშისას შესანიშნავად გამოიყურება. რამოსი გუნდის თამაშს ხელმძღვანელობს და მთელ დაცვის ხაზს აკონტროლებს, მაგრამ რამოსის არყოფნაში, ნაჩოსთან ერთად თამაშისას დაცვის ლიდერად გამოცდილების წყალობით ვარანი უნდა იქცეს. თუმცა, "ბერნაბეუზე" "აიაქსთან" (1:4) ჩატარებულმა მატჩმა, რომელიც რამოსმა დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა, დაამტკიცა, რომ ფრანგ მცველს კაპიტნის გარეშე თამაში ძალიან უჭირს. იგივე მოხდა გასულ სეზონშიც, როცა სერხიომ დისკვალიფიკაციის გამო "იუვენტუსთან" გამართული საპასუხო მატჩი გამოტოვა. მატჩი იტალიელთა სასარგებლოდ 3:1 დასრულდა. მათ კინაღამ სასწაული მოახდინეს და ტურინში 0:3 წაგებული შეხვედრა თავის სასარგებლოდ მოატრიალეს.

კიდევ ერთ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ ვარანს რთულ მომენტებში ლიდერული თვისებების გამოვლენა არ შეუძლია. განსაკუთრებით ბოლო კვირებში, როცა გუნდს რთული მატჩების სერია ჰქონდა - "ჟირონასთან", "ბარსელონასთან" და "აიაქსთან". ამ მატჩების შემდეგ სიტუაციის ასახსნელად ჟურნალისტების წინაშე არამარტო კაპიტანი რამოსი, არამედ გასახდელის ნაკლებად გავლენიანი ფიგურები წარსდგნენ: კურტუა, ოდრიოზოლა, ლუკასი, კარვახალი, ნაჩო, კაზემირო, კროოსი... ვარანთან ერთად, არანაირი კომენტარი არ გაუკეთებიათ ბენზემას ("ვალიადოლიდთან" მატჩის გარდა, როცა სოლარის გაშვება გარდაუვალი გახდა) და მარსელოს. თუმცა, ამ უკანასკნელს საპატიო მიზეზი აქვს: ის არ თამაშობდა.

ფრანგი ცენტრალური მცველი ჟურნალისტებს მხოლოდ "ალავესთან" განცდილი საშინაო მარცხის შემდეგ გაესაუბრა. ვარანი და ბენზემა პრესის წინაშე "აიაქსთან" სამარცხვინოდ წაგებული მატჩის შემდეგ არ გამოჩენილან. ჟურნალისტებს მხოლოდ კარვახალი, ნაჩო, კროოსი და ლუკასი გაესაუბრნენ.

თუ რამოსი "ჟირონასთან" მატჩში გაფრთხილებას მიიღებს, "კლასიკოში" ითამაშებს

განგაშმა, რომელიც სერხიო რამოსის მიერ "აიაქსთან" (1:2) მატჩში მიღებულმა ყვითელმა ბარათმა გამოიწვია, შესაძლოა მადრიდის "რეალი" ისევ მოიცვას, რადგან კაპიტანი "ჟირონასთან" მატჩის წინ იგივე პრობლემის წინაშე დგას......

"ვალენსიასთან" მატჩში დაცვის ცენტრს ნაჩო და ვარანი გაამაგრებენ

ლა ლიგის მე-2 ტურში "რეალისა" და "ვალენსიას" მატჩში მადრიდელთა დაცვის ცენტრში ნაჩოსა და ვარანის დუეტს ვიხილავთ......

ნაჩომ და ვარანმა ერთად მხოლოდ 156 წუთი ითამაშეს

იქედან გამომდინარე, რომ პეპე და სერხიო რამოსი ტრავმირებულები არიან, მომდევნო რამდენიმე მატჩში დაცვის ცენტრში ნაჩო ფერნანდესისა და რაფაელ ვარანის დუეტს ვიხილავთ. სავარაუდოდ, ეს მანამ გაგრძელდება, სანამ ზემოთ ნახსენები ფეხბურთელები...

შანსი ვარანისთვის

რაფაელ ვარანს შანსი ეძლევა იმისათვის, რომ პეპეს ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად კონკურენცია გაუწიოს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.