MADRIDISTA.GE

Real Madrid News

კასილასი: "მილიტაოს ტრანსფერი "რეალის" მხრიდან დიდებული სვლაა"

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები, ინტერვიუ თარიღი: 22-03-2019, 01:07
კასილასი: "მილიტაოს ტრანსფერი "რეალის" მხრიდან დიდებული სვლაა"

"პორტუში" მოასპარეზე იკერ კასილასმა თანაგუნდელ ედერ მილიტაოს მადრიდის "რეალში" ტრანსფერზე ისაუბრა. ასევე, ბევრ საინტერესო საკითხს შეეხო...

მილიტაო

"მილიტაოს ტრანსფერი "რეალის" მხრიდან დიდებული სვლაა. მადრიდელთა რიგები შესანიშნავმა ფეხბურთელმა შეავსო, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. დარწმუნებული ვარ, მილიტაო "რეალში" წარმატებებს მიაღწევს".

ადაპტაცია

"პორტუმ" მილიტაო ძალიან ახალგაზრდულ ასაკში შეიძინა. ფეხბურთელმა ხასიათი გამოავლინა. ის ძალიან შრომისმოყვარეა და ყველაფერს სწორად აკეთებს. ოდნავ მისი ადაპტაციის პროცესი მაღელვებს, რადგან ესპანური ფეხბურთი პორტუგალიურისგან განსხვავდება. ამასთან ერთად, ზეწოლაც ძალიან მაღალი იქნება. ედერს ყოველთვის ვეუბნები, რომ როცა "რეალში" იქნება, მაშინ გააცნობიერებს, რას წარმოადგენს. მილიტაო ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობს და ის იქ ყველაზე მეტად მომწონს".

ზიდანი

"ზიდანის დაბრუნება ძალიან მახარებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი დაბრუნება, როგორც ადრე სოლარის გამოჩენა, იმას ნიშნავს, რომ საქმეები არცთუ ისე კარგად მიდის, მაგრამ ზიდანის ხელმძღვანელობით მუშაობა იმედისმომცემია და ყველა მადრიდისტას ემოციურად მაღალ განწყობაზე აყენებს. მან ბოლო წლებში ძალიან ბევრს მიაღწია".

"რეალი"

"წარსულით ცხოვრება არ შეიძლება. როცა "რეალი" ტიტულებისთვის არ იბრძვის, ეს იმედგაცრუებას იწვევს. გუნდს ბოლო წლებში მიღწეულისთვის მადლობა უნდა გადავუხადოთ, მაგრამ ხალხს სურს "რეალი" ყოველთვის პირველი იყოს".

კეილორ ნავასი

"კეილორი პატივისცემას იმსახურებს იმის გამო, რომ "რეალთან" ერთად ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ სამჯერ მოიგო. ვფიქრობ, მან შთამბეჭდავ დონეს მიაღწია. კურტუა "რეალში" თამაშის სურვილით და ამბიციებით მოვიდა. მეკარის პოზიციაზე კოლოსალური კონკურენცია იქნება".

მესი და კრიშტიანუ

"მესის წინააღმდეგ თამაშის საშუალება მქონდა და უნდა ვთქვა, რომ მან, როგორც მეკარე, უკეთესად მაქცია. ასევე, კრიშტიანუს თანაგუნდელი ვიყავი და მის მუშაობას ვხედავდი. ეს პრივილეგიაა".

ზიდანი: "გახარებული და აღელვებული ვარ, როგორც პირველ დღეს"

ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალში" დაბრუნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ზიზუ ლა ლიგის 28-ე ტურში "სელტასთან" გასამართ საშინაო მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა......

Marca: მილიტაო "რეალში" გადაბარგებასთან ახლოსაა

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, "პორტუს" ბრაზილიელი მცველი ედერ მილიტაო მადრიდის "რეალში" გადაბარგებასთან ახლოსაა......

"რეალი" "პორტუსთან" შეთანხმებას ვერ ახერხებს

"პორტუს" მცველი ედერ მილიტაო მადრიდის "რეალში" ისევ არ გადაბარგებულა......

შეთანხმება მიღწეულია. მილიტაო მომავალი სეზონიდან "რეალის" ღირსებას დაიცავს

მადრიდის "რეალმა" "პორტუს" მცველ ედერ მილიტაოს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას მიაღწია......

აგენტი: "არ არის გამორიცხული, მილიტაო ზაფხულში "რეალში" გადაბარგდეს"

"პორტუს" ახალგაზრდა მცველ ედერ მილიტაოს ევროპული გრანდები აკვირდებიან. დეკემბერში მის მიმართ ინტერესი "მანჩესტერ იუნაიტედმა" გამოთქვა, ახლა კი მადრიდის "რეალი" გააქტიურდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.