MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ვიტამინი Z - პრეპარატი, რომელიც მარკო ასენსიოს სჭირდება

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ბლოგი თარიღი: 22-03-2019, 01:18
ვიტამინი Z - პრეპარატი, რომელიც მარკო ასენსიოს სჭირდება

ზინედინ ზიდანის დაბრუნება მადრიდის "რეალზე" დადებითად აისახება და ლეგენდარული ფრანგის გუნდში მისვლით შესაძლოა მარკო ასენსიო ხელახლა დაიბადოს, რომელიც ბოლო პერიოდში არცთუ ისე კარგად გამოიყურებოდა...

ასენსიო არ იყო ის ფეხბურთელი, რომელსაც სანტიაგო სოლარი ენდობოდა. მას ისეთივე როლი ჰქონდა, როგორიც ისკოს, მარსელოს, კეილორ ნავასს ან გარეტ ბეილს, მაგრამ ამასთან ერთად მარკო ისე ვერ ასპარეზობდა, როგორც ზიდანის მწვრთნელობისას. ზიზუს ხელმძღვანელობით ასენსიო თავდაჯერებული გახდა. ახლა, როცა ფრანგი კვლავ "რეალის" მწვრთნელია, მარკოს შანსი ეძლევა თავდაჯერებულობა დაიბრუნოს და საუკეთესო კონდიციები აღიდგინოს.

ასენსიო სპორტულ დეპრესიაში ჩავარდა, რაც ტრავმის შემდეგ 43-დღიანმა რეაბილიტაციის კურსმა გამოიწვია. მას ეს შესვენება ძვირად დაუჯდა და სანტიაგო სოლარის მწვრთნელობისას სასტარტო შემადგენლობაში თავი ვერ დაიმკვიდრა. ზიდანის მოსვლამ ფეხბურთელი უნდა გამოაცოცხლოს. მითუმეტეს, ფრანგი ესპანელს ძალიან თბილად ეპყრობა. ზიდანი მას ენდობა, უყვარს და ეყრდნობა.

ასენსიო ის ფეხბურთელია, რომელსაც ზიდანი ენდობა და მისი ჭეშმარიტად სჯერა. როცა BBC-ს ტრიოს პრობლემები ჰქონდა, მარკო "გეგმა B"-ს ნაწილი გახდა, რომელსაც ზიზუ ხშირად იყენებდა და რომელიც იშვიათად იყო წარუმატებელი. ასენსიოს შესაძლებლობები ყველაზე კარგად ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" მატჩებში გამოჩნდა. ასევე, ესპანელმა გადამწყვეტი როლი ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-სთან და "ბაიერნთან" მატჩებში შეასრულა.

"სანტიაგო ბერნაბეუს" შეუძლია მალიორკელი შემტევის დიდებული ასპარეზობით ისევ დატკბეს. ასენსიოს შეუძლია თავისი ძველებური კონდიციები აღიდგინოს, მას კი ამისათვის ვიტამინი Z ესაჭიროება.

ასენსიო ზიდანისთვის ხელშეუხებელია

მარკო ასენსიოს მომავალი მადრიდის "რეალს" უკავშირდება. მართალია, ბოლო პერიოდში მარკოს რეგრესი აქვს, მაგრამ კლუბში თვლიან, რომ შემადგენლობაში ბევრი ფეხბურთელია, რომელთაც დიდი მომავალი აქვთ. მათ შორისაა მარკო ასენსიო. გაზეთ AS-ის...

ასენსიო ბეილზე პროდუქტიულია

მარკო ასენსიო ზინედინ ზიდანს თავის მაღალ დონეს ისევ უმტკიცებს, გარეთ ბეილი კი კვლავ ცუდად გამოიყურება. ესპანელმა ნახევარმცველმა ახალი სეზონისთვის მზადება 21 ივლისს, ბეილზე 10 დღით გვიან დაიწყო, მაგრამ მოედანზე უელსელზე...

მარკო ასენსიო - თვის უიღბლო

ესპანელს უკვე ერთი თვეა სათამაშო პრაქტიკა არ აქვს......

ზიდანის გეგმა ასენსიოსთან დაკავშირებით

ზინედინ ზიდანს გეგმა აქვს იმის შესახებ, თუ როგორ ჩართოს მარკო ასენსიო გუნდის ძირითად შემადგენლობაში. იმისათვის, რომ ესპანელი ნახევარმცველისგან მაქსიმუმი მიიღოს, ზიზუ მისი უნივერსალურობის გამოყენებას გეგმავს......

"რეალმა" შესაძლოა ასენსიო და ლიორენტე გუნდში დატოვოს

მარკო ასენსიო და მარკოს ლიორენტე ახლოს არიან იმასთან, რომ მომავალი სეზონი მადრიდის "რეალის" რიგებში გაატარონ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.