MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მარსელო: "ჩემი მთავარი მოტივაციის წყარო "რეალის" გერბია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ თარიღი: 14-07-2015, 22:48
მარსელო: "ჩემი მთავარი მოტივაციის წყარო "რეალის" გერბია"

ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ და ავსტრალიაში გამგზავრებამდე, ბრაზილიელმა ლატერალმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუ ჩაწერა...

თავს როგორ გრძნობთ? როგორ მოგეწონათ ახალი ხელშეკრულება?

შესანიშნავად. ახალი კონტრაქტი ძალიან კარგია, რადგან ის ჩემს მთავარ სურვილს ასრულებს - რაც შეიძლება დიდი ხნით დავრჩე "რეალში". შეიძლება ითქვას, ჩემი ოცნება ახდა: "მადრიდის" მაისურით მოედანზე გასვლა ფანტასტიური შეგრძნებაა და უდიდესი მოტივაცია.

რას ნიშნავს მარსელო მადრიდისტებისთვის?

ეს უმჯობესია გულშემატკივრებს ვკითხოთ. ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ აქ 18 წლიდან ვთამაშობ და ფაქტიურად თავს კანტერანოდ ვთვლი. ახლა 27-ს ვარ და არსად წასვლას არ ვაპირებ.

არც ისე მარტივ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ვინ გამხნევებთ?

ოჯახი: მეუღლე, შვილი, ასევე ბაბუა, ვისი აზრიც ჩემთვის ძალიან ღირებულია.

"რეალში" 300-მდე შეხვედრა ჩაატარეთ...

ამ მაჩვენებლის გაზრდა მსურს - "რეალში" თამაში და რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოპოვება ჩემი უმთავრესი სურვილია.

რაფაელ ბენიტესი გაიცანით?


დიახ, ისევე, როგორც გუნდის სხვა ფეხბურთელებმა. ჩვენ მზად ვართ წინასასეზონო მომზადების დროს თავდაუზოგავად ვიმუშაობთ, რათა სეზონის მანძილზე წარმატებულად ვიასპარეზოთ.

"რეალთან" ერთად ყველაფერი მოიგეთ. ახლა თქვენთვის მოტივაციის წყარო რა არის?

ყველა გამარჯვების გამეორება მსურს: თუ ისეთ კლუბში თამაშობ, როგორიც "რეალია", დიდი გამარჯვებების შანსი ყოველთვის გექნება.

როგორ გაიხსენებდით მომენტს, როდესაც "დესიმას" მოპოვების დროს "რეალის" გერბს აკოცეთ?

ეს არაჩვეულებრივი შეგრძნება იყო - სრულიად ბედნიერი ვიყავი და ამასთან ერთად მადრიდულ ქომაგებთან უდიდეს ერთიანობას ვგრძნობდი. ასეთ მომენტებში გრძნობ გუნდის სიდიადეს.

რა მოგცათ "რეალმა"?

პირველ რიგში, სწორედ აქ შევიტყვე მე, რა არის ნამდვილი ფეხბურთი და მივხვდი, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში ვთამაშობ.

რას ეტყოდით გუნდის გულშემატკივრებს?

ყველამ იცის, რომ მე "რეალის" გამო ყველაფერს დავთმობ, მისი ღირსების დასაცავად ძალების დაუზოგავად შემიძლია ბრძოლა.
luka chxenkeli 15 ივლისი 2015 06:36

chemi cancarito,warmatebul sezons gisurvebt HALA MADRID

ნავასი: ""რეალში" იმიტომ გადმოვბარგდი, რომ ძირითადში ადგილი მოვიპოვო"

მადრიდის "რეალის" გოლკიპერმა კეილორ ნავასმა, კოსტა–რიკულ ჟურნალ «La Razón»–ს ინტერვიუ მისცა, სადაც თავის გამოჯანმრთელების პროცესზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა......

ზიდანი: "ხელმძღვანელობა გრძნობს, რომ ჩემი დრო ჯერ არ დამდგარა"

"კასტილიას" თავკაცმა კლუბის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.