კარვახალი: "დღესდღეობით ხამესი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა"

კარვახალი: "დღესდღეობით ხამესი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა"

დანიელ კარვახალის ინტერვიუ Bwin–თან...

"იუვენტუსთან" მატჩზე

"ამ შეხვედრაში წარმატებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. მომხდარი ცივი გონებით უნდა გავაანალიზოთ, მოთმინება გამოვიჩინოთ და მშვიდად ვიყოთ. მატჩი 90 წუთს გრძელდება და უნდა ვეცადოთ ის "იუვესთვის" სამუდამო გახდეს, რათა ისინი უბურთოთ თამაშით დაიტანჯონ".

გულშემატკივრების მხარდაჭერაზე

"ეს მატჩი ძალიან რთული იქნება, რადგან სერიოზული მეტოქე გვიპირისპირდება. საფეხბურთო მატჩი 11/11–ის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მაგრამ ამ საღამოს გულშემატკივრები მე–12 ფეხბურთელის როლს შეასრულებენ, რაც ძლიერ დაგვეხმარება".

მორატასთან დუელზე

"ალვაროს სხვა გუნდში ხილვა ძალიან სასიამოვნოა. ის ნახევარფინალშია. მის წინააღმდეგ თამაშისას უჩვეულო გრძნობა მეუფლება. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მორატას წინააღმდეგ თამაში საოცრად რთულია. ვფიქრობ, ის შესანიშნავი ფეხბურთელია, რომელიც დიდ საფრთხეს წარმოადგენს".

ტურინში გამართულ მატჩზე

"მეტოქეს გამარჯვება თავადვე ვაჩუქეთ. "იუვენტუსმა" შეცდომის დაშვება გვაიძულა. თუმცა, ვფიქრობ, თუ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, მოთმინებას ვიქონიებთ და ბურთს ვაკონტროლებთ, გავიმარჯვებთ".

დაშვებულ შეცდომებზე

"პირველი მატჩის შემდეგ, ფეხბურთელები და მწვრთნელი ყველაფერს მიხვდნენ. ასეთ მარტივ სიტუაციებში ამდენი შეცდომის დაშვების უფლება არ გვქონდა. მეტოქეს შანსები ჩვენივე ხელით ვაჩუქეთ".

ხამესის თამაშზე

"დღესდღეობით ხამესი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა. მისი მოედანზე ყოფნა გუნდის შედეგზე დადებით გავლენას ახდენს. მიუხედავად ამისა, გუნდის დახმარებას თითოეული მათგანი ვცდილობთ, ოთხშაბათს კი ბერლინის საგზურის მოპოვებას შევეცდებით".

ბენზემას დაბრუნებაზე

"ყველამ ვიცით, რომ ქარიმი ფანტასტიური ფეხბურთელია. "ცხრიანი", რომელსაც გუნდისთვის უდიდესი სარგებელი მოაქვს. ვიმედოვნებ, ის "იუვენტუსის" წინააღმდეგ ითამაშებს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას მწვრთნელი მიიღებს, მაგრამ მისი მოედანზე ყოფნა გუნდს დამაჯერებლობას შემატებს".

კრიშტიანუ კვლავ მსოფლიოში საუკეთესოა?

"დიახ. მისი მსგავსი არავინაა".

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.