MADRIDISTA.GE

Real Madrid News

სერხიო რამოსი იუბილარია

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 30-03-2019, 00:21
სერხიო რამოსი იუბილარია

მადრიდის "რეალის" კაპიტანს 33 წელი შეუსრულდა...

სერხიო რამოსი 1986 წლის 30 მარტს კამასში (ესპანეთი) დაიბადა. სერხიომ კარიერა "სევილიას" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2004-05 წლების სეზონი კი მთავარ გუნდში გაატარა. ერთი სეზონი საკმარისი გამოდგა იმისათვის, რომ რამოსს "რეალის" ყურადღება მიეპყრო. ფლორენტინო პერესმა 2005 წლის ზაფხულში ანდალუსიელი მცველი 27 მლნ. ევროდ შეიძინა. მას შემდეგ სერხიო "სამეფო კლუბის" ღირსებას იცავს და უკვე გუნდის კაპიტანიცაა.

რამოსი "რეალში" მე-14 სეზონს ატარებს. ამ პერიოდის განმავლობაში მან 604 ოფიციალურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და 84 გოლი გაიტანა. სერხიომ "ბლანკოსის" მაისურით 4 ჩემპიონთა ლიგა, 3 ევროპის სუპერთასი, 4 მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, 4 ლა ლიგა, 2 სამეფო თასი და 3 ესპანეთის სუპერთასი მოიგო.

აღსანიშნავია, რომ რამოსმა "დესიმას" და "უნდესიმას" მოგებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მან 2014 წელს ლისაბონურ ფინალში 93-ე წუთზე "ატლეტიკოს" კარი აიღო და მეტოქეს თასი ხელიდან გამოგლიჯა, ხოლო 2016 წელს მილანში გამართულ ფინალში "რეალი" კვლავ "ატლეტიკოს" დაუპირისპირდა და რამოსმა თანაქალაქელთა კარის აღება ისევ მოახერხა. კაპიტანმა მნიშვნელოვანი გოლები ევროპის სუპერთასზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ჩატარებულ შეხვედრებშიც მოახერხა. მოკლედ რომ ვთქვათ, ის გუნდის თილისმაა და როცა "რეალს" პრობლემები აქვს, მხსნელად რამოსი ევლინება.

ანდალუსიელი მცველი სანაკრებო დონეზეც ძალიან წარმატებულია. რამოსმა ესპანეთის ნაკრების რიგებში 2 ევროპის და 1 მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. სერხიოს ნაკრებში ჩატარებულ 163 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი.
realtiko 30 მარტი 2019 23:47

HBD RAMOS saliuta

რამოსის მე-100 მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე

ანდალუსიელმა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე 59 მატჩი მოიგო და 10 გოლი გაიტანა......

სერხიო რამოსი იუბილარია

მადრიდის "რეალის" კაპიტანს 31 წელი შეუსრულდა......

პეპეს 34 წელი შეუსრულდა

მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი მცველი იუბილარია......

სერხიო რამოსი იუბილარია

მადრიდის "რეალის" კაპიტანს 30 წელი შეუსრულდა......

რამოსმა "რეალის" მაისურით 450-ე მატჩი ჩაატარა

ამ დროის მანძილზე კაპიტანმა 55 გოლის გატანა მოახერხა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.