MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალი" რეგილონისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური თარიღი: 2-04-2019, 20:23
"რეალი" რეგილონისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებს

მადრიდის "რეალის" მარცხენა მცველი სერხიო რეგილონი, რომელიც 2018/19 წლების სეზონის აღმოჩენად იქცა, მალე ახალი კონტრაქტით დასაჩუქრდება. გაზეთ Marca_ს ინფორმაციით, "სამეფო კლუბი" 22 წლის ფეხბურთელის კონტრაქტზე უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს...

ამ დროისათვის რეგილონს ახალგაზრდული გუნდის ფეხბურთელის ხელფასი აქვს და ახალი კონტრაქტის მიხედვით შესაძლოა ანაზღაურება საგრძნობლად გაუზარდონ.

ხელფასის მომატების გაზრდა, რეგილონს კონტრაქტსაც გაუხანგრძლივებენ, რომელიც 2020 წლის 30 ივნისს იწურება.

როგორც გაზეთი Marca ირწმუნება, კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე არსებობს და მხოლოდ მცირე დეტალებია მოსაგვარებელი.

ამის შემდეგ დღის წესრიგში მარსელოს საკითხი დადგება. ვეტერანის, რომელმაც სანტიაგო სოლარის მწვრთნელობისას ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. კლუბი სეზონის ბოლოს ზინედინ ზიდანთან კონსულტაციებს გაივლის, რათა გაირკვეს, შედის თუ არა მარსელო მის გეგმებში. შემდეგ კი ხელმძღვანელობა ბრაზილიელი მცველის სამომავლო გეგმებს დააზუსტებს.

განურჩევლად იმისა, დარჩება თუ არა მარსელო "რეალში", ტეო ერნანდესის მომავალზე მაინც იქონიებს გავლენას, რომელიც ამჟამად არენდით "რეალ სოსიედადში" ასპარეზობს. ტეო ან პირველ გუნდში დარჩება, ან გაყიდიან.

რეგილონი და ხავი სანჩესი პირველ გუნდში დარჩებიან

სერხიო რეგილონმა და ხავი სანჩესმა მოსამზადებელ ეტაპზე თავი შესანიშნავად წარმოაჩინეს. ამიტომ, ხულენ ლოპეტეგის გადაწყვეტილებით ისინი 2018/2019 წლების სეზონს პირველ გუნდში გაატარებენ......

ტეო ერნანდესი - "რეალში" გადაბარგების მიზეზები

ფრანგმა მარცხენა მცველმა "ბარსელონას" "რეალი" ამჯობინა......

AS: ტეო ერნანდესმა "რეალი" აირჩია. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა

"ატლეტიკოს" მცველმა ტეო ერნანდესმა, რომელიც ამჟამად არენდით "ალავესში" ასპარეზობს, კლინიკა "სანიტასში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. "ატლეტიკოსა" და "რეალს" შორის შეთანხმება დარღვეულია......

"რეალი" ივნისში კარვახალს და მარსელოს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

"სამეფო კლუბი" წამყვან ფეხბურთელებთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აგრძელებს......

"რეალმა" ბეილთან ახალი 5-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა

მადრიდის "რეალი" გარეთ ბეილს ახალი კონტრაქტის თაობაზე შეუთანხმდა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.