MADRIDISTA.GE

Real Madrid News

პოგბა და აზარი - "რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 2-04-2019, 21:24
პოგბა და აზარი - "რეალის" მთავარი სატრანსფერო სამიზნეები

როცა მადრიდის "რეალმა" გუნდის რეკონსტრუქცია დაგეგმა, ამ კუთხით ყველაზე ხშირად კილიან მბაპეს კანდიდატურა გამოირჩეოდა. თუმცა, მოვლენები საპირისპიროდ ვითარდება. "პსჟ" გუნდის მთავარი ლიდერის გაშვებას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ აპირებს. "რეალი" მბაპეზე საბოლოო უარს არ ამბობს, მაგრამ ამ ზაფხულს ეს ტრანსფერი არარეალური ჩანს. ფრანგი ფორვარდის გადმობარგების შანსები 2020 წელს გაიზრდება. თუმცა, ახლა "რეალი" მთელ ყურადღებას პოლ პოგბასა და ედენ აზარის ტრანსფერებს დაუთმობს...

ზიდანმა ბოლო პრესკონფერენციაზე გასაგებად აღნიშნა, რომ პოგბას მიმართ დადებითი შეხედულება აქვს: "მას თუ გადმობარგება სურს, რატომაც არა?". ეს ტრანსფერი "რეალისთვის" ძალიან რთული იქნება. "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2016 წელს პოგბას სანაცვლოდ 120 მლნ. ევრო გადაიხადა და ფრანგის გაყიდვას რაც შეიძლება ძვირად შეეცდება. თავად პოგბამ ცოტა ხნის წინ "სამეფო კლუბის" მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა: "რეალი" მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კლუბია, ხოლო იქ ზიდანის ხელმძღვანელობით თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა". თუმცა, "ემიუს" თავკაც ოლე-გუნარ სულშერს არ სჯერა, რომ პოგბა კლუბის დატოვებაზე ფიქრობს: "პოლი ძალიან კარგად აღზრდილი პიროვნებაა. მან უბრალოდ კითხვას უპასუხა. ის აქ ბედნიერია". ბრიტანულ გამოცემა Mirror-ს კი სჯერა, რომ "იუნაიტედი" ტრანსფერში ბეილის და კროოსის ჩართვას ითხოვს.

ედენ აზარის ტრანსფერის განხორციელება, რომელმაც ცოტა ხნის წინ ზიდანისგან საქებარი სიტყვები მიიღო, ბევრად მარტივი იქნება. მას "ჩელსისთან" კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება. ამიტომ, ინგლისურ კლუბს ურჩევნია ბელგიელი გარკვეული თანხის სანაცვლოდ გაყიდოს, როგორც ეს 2018 წლის ზაფხულში ტიბო კურტუას შემთხვევაში გააკეთეს.



"ჩელსი" "რეალს" აზარის სანაცვლოდ 100 მლნ. ფუნტზე მეტს მოსთხოვს

ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონის "ჩელსი" მადრიდის "რეალს" ედენ აზარის სანაცვლოდ 100 მლნ. ფუნტზე მეტს მოსთხოვს......

AS: კონტეს პირველი სამიზნე პოგბა იქნება

იმ შემთხვევაში, თუ ანტონიო კონტე მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი გახდება, მისი პირველი სამიზნე "მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგი ნახევარმცველი პოლ პოგბა იქნება......

"ჩელსი" აზარის შენარჩუნებას ყველანაირად ცდილობს

ლონდონელები ცდილობენ ედენ აზარს მადრიდის "რეალში" გადაბარგება გადააფიქრებინონ......

აზარის ოცნება შესაძლოა იანვარში ახდეს

Cadena SER-ის ინფორმაციით, მადრიდის "რეალი" იანვარში ლონდონის "ჩელსის" შემტევის ედენ აზარის შეძენას შეეცდება......

"რეალის" დილემა: აზარი, კანტე თუ პოგბა?

მადრიდის "რეალში" განიხილავენ იმ საკითხს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნახევარდაცვის ცენტრი ახალ სეზონში. ზინედინ ზიდანი პოლ პოგბას გადაბირებით ინტერესდება. თუმცა, არა ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" ედენ...

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.