MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "რეალი" ვარანის გარეშე ვერ წარმომიდგენია"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 3-04-2019, 01:45
ზიდანი: "რეალი" ვარანის გარეშე ვერ წარმომიდგენია"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 30-ე ტურში "ვალენსიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

როტაციები

"უესკასთან" მატჩის შემდეგ უკვე ვთქვი, რომ ვალენსიაში ცვლილებები იქნებოდა. ასეც მოვიქცევი. როტაციას მივმართავ, რათა კარგი თამაში ჩავატაროთ. ეს შესანიშნავი დაპირისპირებაა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ფეხბურთელებს მოსწონთ. ვეცდებით კარგი მატჩი ჩავატაროთ, მიუხედავად იმისა, რომ მერჩივნა ცოტა გვიან გვეთამაშა".

ლუკა ზიდანი

"არაფერი შეცვლილა. ის ხალხი, ვინც კარგად მიცნობს, ხვდება, რომ ლუკა "რეალში" მხოლოდ თავისი დამსახურებების გამოა. ის ამ კლუბში 16-17 წელიწადია იმყოფება, როგორც კარვახალი და სხვა კანტერანოები. ლუკაც მათ შორისაა. ეს არის და ეს. თუ ადამიანებს თავიანთი აზრის დაფიქსირება და პირად ცხოვრებაზე კითხვების დასმა სურთ, ეს მე არ მეხება".

რაფაელ ვარანი

"რეალი" ვარანის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ის კვლავ ახალგაზრდაა, მაგრამ ამ კლუბში დიდი ხანია იმყოფება და ყველაფერს შესანიშნავად აკეთებს. პრესაში სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდება, მაგრამ ეს ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია. მას ჩემთვის არაფერი უთქვამს, ჩემთვის კი მნიშვნელოვანი მისი სიტყვებია. ვარანი მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშობს და ეს კარგად იცის. მან ბევრი ტიტული მოიპოვა. ვხედავ, რომ ის კარგ ფორმაშია. ჩემი სურვილი მისი შენარჩუნებაა".

"წმენდა"

"მომავალ სეზონზე ბევრს საუბრობენ, მაგრამ პატივი უნდა ვცეთ იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც გუნდისთვის ბევრი რამ გააკეთეს. ჩემთვის "წმენდაზე" საუბრები უპატივცემულობას ნიშნავს. ცვლილებები აუცილებლად იქნება, მაგრამ ახლა ამაზე საუბრის დრო არ არის".

მეკარეები

"სამი კარგი მეკარე გვყავს. სეზონს მათთან ერთად დავასრულებთ, შემდეგ კი ვნახოთ, რა იქნება მომავალ სეზონში. თუმცა, ახლავე შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი სეზონიდან ძირითადი მეკარის თაობაზე პრობლემები არ იქნება".

ცვლილებები

"ასეთია ცხოვრება. შესაძლოა სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, შესაძლოა ოთხიც ან ხუთიც, მაგრამ ყოველთვის იქნებიან ფეხბურთელები, რომლებიც ცოტას თამაშობენ. გუნდში ყოველთვის ასე იქნება. თუმცა, თუ ცვლილებებია მოსალოდნელი, ეს ფეხბურთელებს უნდა ვამცნო. როგორც ყოველთვის, გულწრფელი ვიქნები".

სრული ძალაუფლება

"მე "რეალის" მწვრთნელი ვარ და ჩემი სიტყვა მეთქმის, მაგრამ ეს გავლენიანი კლუბია, სადაც გავლენიანი ადამიანები მუშაობენ. ყველა გადაწყვეტილებას ერთობლივად ვიღებთ".

მარსელო

"მარსელომ წლევანდელ სეზონში ცოტა ითამაშა. ის ძალიან მიყვარს. როგორც ფეხბურთელი, ის ფენომენალურია. მარსელო ყოველთვის საჭირო იქნება. მისგან მეტი გვსურს და მეტი სათამაშო დროც მიეცემა. რეგილონის ღვაწლს ვაფასებ. სეზონის ბოლომდე სათამაშო დრო მასაც მიეცემა".

ფსიქოლოგიური ასპექტი

"რთული პერიოდი გვქონდა, მაგრამ ფეხბურთელები პროფესიონალები არიან. როცა ისინი მოედანზე გადიან, გამარჯვება სურთ. სეზონი კარგად უნდა დავასრულოთ".

სტვენა

"არ ვიცი, როგორ მოქმედებს ეს ბეილზე, მაგრამ ვაცნობიერებ, რომ სტვენაში კარგი არასდროს არაფერია. მეც მისტვენდნენ და ამას გაგებით ვეკიდებოდი. ჩვენს ფეხბურთელებს საკმარისი ხასიათი აქვთ იმისათვის, რომ ამას გაუძლონ. ახლა რთულ სეზონზე ვსაუბრობთ, მაგრამ როცა საქმეები კარგად მიგვდის, გულშემატკივრებიც გვამხნევებენ. რაც შეეხება გარეტის და სხვა ფეხბურთელების მომავალს, ჯერ სეზონი უნდა დავასრულოთ. ცხრა მატჩი დაგვრჩა ჩასატარებელი, შემდეგ კი ვნახოთ, რა მოხდება".

ლა ლიგა

"რთული სიტუაციაა, მაგრამ ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ სატურნირო ცხრილში რაც შეიძლება მაღალი პოზიცია დავიკავოთ. ფეხბურთელობისას რთული პერიოდი მეც გამომივლია. ამიტომ, ვიცი, რომ ასე თუ ისე, სეზონის კარგად დასრულება აუცილებელია".

ზიდანი: "გახარებული და აღელვებული ვარ, როგორც პირველ დღეს"

ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალში" დაბრუნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ზიზუ ლა ლიგის 28-ე ტურში "სელტასთან" გასამართ საშინაო მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა......

ზიდანი: "ხვალ "რეალის" და "პსჟ"-ს მატჩი გველოდება და არა რონალდუს და ნეიმარის"

ზინედინ ზიდანმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში "პსჟ"-სთან გასამართი პირველი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "სევილიასთან" მატჩი ლა ლიგის სამი ფინალიდან პირველია"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 37-ე ტურში "სევილიასთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "თუ გავიმარჯვებთ, სამ ქულას მოვიპოვებთ. მეტი არაფერი"

ზინედინ ზიდანმა "ვალენსიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ყოველთვის გულწრფელი ვარ, მაგრამ ახლა პოგბაზე საუბრის დრო არ არის"

ზინედინ ზიდანი "პსჟ"-სთან გასამართი ამხანაგური მატჩის წინ პრესის წინაშე წარსდგა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

24.08.2019 21:00


1 - 3

17.08.2019 19:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.