MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ზიდანი: "ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, ვინ დარჩება და ვინ წავა"

კატეგორია: სიახლეები, ინტერვიუ, ლა ლიგა თარიღი: 6-04-2019, 02:41
ზიდანი: "ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია, ვინ დარჩება და ვინ წავა"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 31-ე ტურში "ეიბართან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...

გზავნილი გუნდს

"გუნდს იმას ვეტყოდი, რომ ისეთ მეტოქეს ვუპირისპირდებით, რომელიც ძალიან კარგ სეზონს ატარებს და ეცდება ქულები წაგვართვას. გვსურს იმის კეთება გავაგრძელოთ, რასაც ვაკეთებთ. "ვალენსიასთან" მატჩის შემდეგ ბევრი კრიტიკა დავინახე. ამბობენ, რომ საშინლად ვითამაშეთ, მაგრამ ეს სიმართლე არ არის. წინსვლა უნდა გავაგრძელოთ და გარკვეული ასპექტები გავაუმჯობესოთ, მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ ისიც, რომ ყველაფერს ცუდად არ ვაკეთებთ".

მოტივაცია

"თითოეულის გონებაში ვერ შევაღწევ. ამ ფეხბურთელებს სიამაყე აქვთ. მათი სურვილია სეზონი კარგად დავასრულოთ. ისინი მწყობრში არიან. იგივე იყო "ვალენსიასთან" მატჩშიც. წაგება ყოველთვის რაღაცას ნიშნავს, მაგრამ იმ შეხვედრაში კარგი მომენტებიც გვქონდა. ამაზე უნდა ვიფიქროთ. ხვალ ახალი მატჩი გველოდება და დარწმუნებული ვარ, მას კარგად ჩავატარებთ".

ცუდი ბალანსი გატანილ და გაშვებულ გოლებს შორის

"ვნახოთ, რა იქნება მომავალ სეზონში, ხოლო წლევანდელ სეზონში - დიახ, სირთულეებს გადავაწყდით. სტატისტიკა თქვენც გაქვთ და მეც. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სეზონში რეალიზაციასთან დაკავშირებით პრობლემები გვქონდა. ეს არის და ეს, მაგრამ სიტუაციას შევცვლით".

რისი გაუმჯობესებაა საჭირო

"ვიმედოვნებ, ხვალინდელ მატჩს კარგად ჩავატარებთ. ოთხშაბათს განცდილი მარცხი მტკივნეული იყო, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ამის გახსენება არ ღირს. ახლა ხვალინდელ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. "სელტასთან" და "უესკასთან" არცთუ ისე კარგად ვითამაშეთ, მაგრამ გავიმარჯვეთ. ვეცდებით ჩვენი ფეხბურთი გავაუმჯობესოთ და სეზონი წარმატებით დავასრულოთ".

რადომირ ანტიჩის კრიტიკა ლუკა მოდრიჩის მიმართ

"ადამიანებს თავიანთი აზრის დაფიქსირების უფლება აქვთ. ვწუხვარ, რომ მსგავსი განცხადება გაკეთდა. ლუკა "ოქროს ბურთს" იმსახურებს. მან ის საქმისადმი ერთგულებით და მაღალი დონის ფეხბურთის თამაშით მოიპოვა".

"მესტალიაზე" ჩატარებული მატჩის დადებითი მომენტები

"მომეწონა მატჩი და ჩვენს მიერ განხორციელებული პრესინგი. შედეგი და გოლების სიმცირე არ მომეწონა. გუნდს არცთუ ისე კარგი პერიოდი უდგას".

"ეიბარი"

"ეიბარი" ჩვენთან კარგი ფეხბურთის სათამაშოდ ჩამოდის. ისინი წარმატებით ასპარეზობენ. კიდევ ერთ რთულ მატჩს ველოდებით".

კეილორ ნავასი

"მის მომავალთან დაკავშირებით არაფერს ვიტყვი. მას კონტრაქტი აქვს. სეზონის ბოლოს ვნახოთ, რა იქნება. კეილორი ძალიან მიყვარს, როგორც ფეხბურთელი და პიროვნება".

მარსელო

"ის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მან გუნდისთვის ძალიან ბევრი რამ გააკეთა. ჩემი სურვილია მან ფორმა სრულად აღიდგინოს და სეზონი წარმატებით დაასრულოს. ეს ერთადერთია, რაც მაღელვებს".

მსგავსება თავის ბოლო საფეხბურთო სეზონთან

"ფეხბურთელობისას მსგავსი რამ გამომიცდია. ასეთი სეზონის ჩატარება რთულია, მაგრამ ასეთი რამ შეიძლება მოხდეს და წელს მოხდა. ახლა ვერცერთი ტიტულის მოგებას ვერ მოვახერხებთ. ამას უნდა შევეგუოთ. ახლა, როგორც მწვრთნელმა, შემიძლია ფეხბურთელებს ვუთხრა, რომ მუშაობა გააგრძელონ და როცა გავიმარჯვებთ, უნდა გაგვიხარდეს, მიუხედავად იმისა, რომ ვერაფერს მოვიგებთ. წაგება ყოველთვის საწყენია".

ვინ დარჩება და ვინ წავა

"ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია. ჩემპიონატის დასრულებამდე თვენახევარი რჩება. ის, რასაც ყოველი მატჩის დროს ვხედავ, გადაწყვეტილების მიღებაში მეხმარება".

ვინისიუსის ტრავმა

"ზუსტად ვერ გეტყვით, როდის დაგვიბრუნდება ვინისიუსი. ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ, მაგრამ გამოჯანმრთელების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. ვინისიუს უკვე მინდორზე ვარჯიშობს. ვხედავ, რომ ის მორალურად სრულ მწყობრშია".

მეკარის პოზიცია

"ზუსტად ვერ გეტყვით, ვინ დარჩება და ვინ წავა".

სიმეონეს სიტყვები, რომ "ბარსელონას" მთავარი მეტოქე "ატლეტიკოა", მიუხედავად იმისა, რომ "რეალი" ევროპაში მეფობს

"თქვენი შეკითხვის ბოლო სიტყვები მომეწონა. ამაზე არ ვისაუბრებ. ჩვენ ყოველთვის ჩვენს ადგილზე ვართ. წელს არაფერი გამოვიდა, მაგრამ ყოველთვის ჩვენს ადგილზე ვართ. "ატლეტიკოს" დამსახურებების დამცირება არ მსურს, რადგან ეს გუნდი ბოლო წლებში მწვერვალზეა. თუმცა, "რეალიც" ყოველ სეზონში ყველა ტურნირზე იბრძვის და ეს უცვლელია".

"რეალის" ქალთა გუნდი

"რეალის" ქალთა გუნდზე გადაწყვეტილებებს მე არ ვიღებ, მაგრამ ქალთა ფეხბურთში ევოლუცია ნათელია".

ედენ აზარი

"ჩემს პირად აზრს არ დავაფიქსირებ. ყველაფერს ამ სეზონის ბოლოს ან მომავალი სეზონის დასაწყისში ვიხილავთ. აზარს მუდამ ვაფასებდი. ეს ყველამ იცის. ის საფრანგეთში თამაშობდა. მისი მონაწილეობით ბევრი თამაში მინახავს. ედენს პირადად ვიცნობ. ის ფანტასტიური ფეხბურთელია".

ზიდანი: "რეალი" ვარანის გარეშე ვერ წარმომიდგენია"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 30-ე ტურში "ვალენსიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "გახარებული და აღელვებული ვარ, როგორც პირველ დღეს"

ზინედინ ზიდანმა მადრიდის "რეალში" დაბრუნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ზიზუ ლა ლიგის 28-ე ტურში "სელტასთან" გასამართ საშინაო მატჩის წინ ჟურნალისტების წინაშე წარსდგა......

ზიდანი: "თუ გავიმარჯვებთ, სამ ქულას მოვიპოვებთ. მეტი არაფერი"

ზინედინ ზიდანმა "ვალენსიასთან" გასამართი გასვლითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: "ლა ლიგის მოსაგებად ბოლო წუთამდე ვიბრძოლებთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 34-ე ტურში "ვილიარეალთან" გასამართი საშინაო მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

ზიდანი: ""ბარსელონაზე" საუბარი არ მსურს. მათ ახლა რთული პერიოდი აქვთ"

ზინედინ ზიდანმა ლა ლიგის 33-ე ტურში "ხეტაფესთან" გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

21.07.2019 04:00


0 - 2

19.05.2019 14:00
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2019.