MADRIDISTA.GE

Real Madrid News

პოგბას "რეალში" თამაში სურს. მადრიდელებმა ტრანსფერში შესაძლოა ვარანი და ბეილი ჩართონ

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 6-04-2019, 01:39
პოგბას "რეალში" თამაში სურს. მადრიდელებმა ტრანსფერში შესაძლოა ვარანი და ბეილი ჩართონ

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შესაძლოა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში გუნდი შეიცვალოს...

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, პოგბას "ემიუდან" "რეალში" გადაბარგების სურვილი აქვს. "იუნაიტედში" ფრანგი ნახევარმცველის სურვილს აცნობიერებენ და ხვდებიან, რომ "რეალთან" მოლაპარაკებების გამართვა მოუწევთ.

ამავდროულად, "წითელი ეშმაკები" ცდილობენ სიტუაცია მათთვის მომგებიანი გახდეს და ტრანსფერში "რეალის" რამდენიმე ფეხბურთელის ჩართვას ითხოვენ. "რეალში" პოგბას სურვილის შესახებ იციან, რადგან ფრანგმა თავის აგენტ მინო რაიოლას მადრიდელთა ყურამდე ინფორმაციის მიტანა დაავალა.

მადრიდელებს ჯერჯერობით ტრანსფერზე სერიოზული მუშაობა არ დაუწყიათ, მაგრამ კლუბში მზად არიან პოგბას ტრანსფერში რაფაელ ვარანი და გარეტ ბეილი ჩართონ. ვარანს კლუბიდან წასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, ხოლო ბეილის გუნდში დატოვება ზიდანს არ სურს.

პოგბამ "რეალში" გადაბარგების სურვილი ადრეც გამოთქვა. მისი ტრანსფერის მთავარი ინიციატორი ზინედინ ზიდანია.

ხამეს როდრიგესი პოლ პოგბას სანაცვლოდ

მადრიდის "რეალმა" შესაძლოა ხამეს როდრიგესი, რომელიც ამჟამად არენდით "ბაიერნში" ასპარეზობს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ტრანსფერში ჩართოს......

Marca: პოგბა "რეალს" უახლოვდება

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა პოლ პოგბამ შესაძლოა ამ ზაფხულს გუნდი დატოვოს. ფრანგი ნახევარმცველის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის ტრანსფერზე მუშაობა უკვე დაიწყო......

Cadena SER: პოგბას "რეალში" თამაში სურს

ტურინის "იუვენტუსის" ნახევარმცველ, პოლ პოგბას, თავის აგენტ მინო რაიოლასთან უთანხმოება მოუვიდა......

ზიდანი ხელმძღვანელობას სთხოვს პოგბას თაობაზე მოლაპარაკებები განაახლოს

ამ ზაფხულს ზინედინ ზიდანს რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რაც ასე თუ ისე, გასახდელში მიმდინარე სიტუაციაზე გავლენას იქონიებს......

AS: "რეალი" პოგბას სანაცვლოდ 120 მლნ. ევროს გადახდას გეგმავს

მადრიდის "რეალი" ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრანსფერის იდეას მიუბრუნდა, რომლის გადაბირებაც "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.