MADRIDISTA.GE

Real Madrid News

მატერაცი: "მსოფლიოს საუკეთესო მცველად სერხიო რამოსი მიმაჩნია"

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ინტერვიუ თარიღი: 6-04-2019, 01:51
მატერაცი: "მსოფლიოს საუკეთესო მცველად სერხიო რამოსი მიმაჩნია"

მილანის "ინტერის" და იტალიის ნაკრების ექს-მცველმა მარკო მატერაციმ განაცხადა, რომ მსოფლიოს საუკეთესო მცველად სერხიო რამოსს მიიჩნევს...

"მსოფლიოში ბევრი ძლიერი ფეხბურთელია. მაგალითად, ახლა ვირჯილ ვან დეიკია გამორჩეული, მაგრამ მე საუკეთესოდ მაინც სერხიო რამოსს დავასახელებ. აქ ეჭვი არავის უნდა შეეპაროს. მან ბოლო სამი ჩემპიონთა ლიგა მოიგო, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი გახდა".

"როგორც მცველმა, რამოსმა კარიერაში 100-ზე მეტი გოლი გაიტანა. რამდენიმე მათგანი გადამწყვეტიც კი იყო. ის "რეალის" უპირობო ლიდერია და დიდებულად განვითარებული ფეხბურთელია როგორც ტექნიკურად, ასევე ფიზიკურად. არ ვიცი, კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ საუკეთესოდ მიგიჩნიონ".

"სერხიოს ბინძურ მოთამაშეს ეძახიან? მნიშვნელობა არ აქვს. ის გამარჯვებულია. გამარჯვებულებს კი არ ასამართლებენ. მე არ დამინახავს, რომ "კლასიკოში" რამოსმა მესის იდაყვი ჩაარტყა, მაგრამ ასეთი ეპიზოდები ყველა მატჩშია. ბოლოსდაბოლოს, ეს საფეხბურთო მატჩია, რომელიც 90-წუთიანი ბრძოლისგან შედგება, მაგრამ, როცა ეს დრო მთავრდება, ადამიანები ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, რის შემდეგაც საზოგადოებამ ადამიანის პიროვნულობაზე დასკვნები უნდა გააკეთოს"
- განაცხადა მატერაციმ.

რიო ფერდინანდი: "არანაირი ვან დეიკი. მსოფლიოს საუკეთესო მცველი სერხიო რამოსია"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-მცველმა რიო ფერდინანდმა მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა......

ლაპორტი: "რამოსი მსოფლიოს საუკეთესო ცენტრალური მცველია"

"მანჩესტერ სიტის" მცველმა ემერიკ ლაპორტმა მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა......

ვან დეიკი: "რამოსის მიღწევებს პატივს ვცემ, მაგრამ ის საუკეთესო არ არის"

"ლივერპულის" ჰოლანდიელმა მცველმა ვირჯილ ვან დეიკმა სერხიო რამოსის შესახებ ისაუბრა......

მატერაცი: "როგორც ვიწინასწარმეტყველე, ბენიტესი გაათავისუფლეს. მხოლოდ თარიღში შევცდი"

მილანის "ინტერის" ექს-მცველმა და ინდური "ჩენაის" თავკაცმა, მარკო მატერაციმ, რაფა ბენიტესის მადრიდის "რეალიდან" გათავისუფლებაზე ისაუბრა......

მატერაცი: "ბენიტესი მადრიდშია. წარმატებები "რეალის" ქომაგებს"

მილანის "ინტერისა" და იტალიის ნაკრების ექს–მცველმა მარკო მატერაციმ, რაფაელ ბენიტესის მადრიდის "რეალში" მთავარ მწვრთნელად დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.