MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ქარიმ ბენზემა - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 9-04-2019, 01:52
ქარიმ ბენზემა - ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გოლეადორი

ამ რთულ სეზონში ქარიმ ბენზემას თამაში "რეალისთვის" ერთ-ერთი დადებითი მომენტია. ფრანგმა ფორვარდმა გუნდს "ეიბართან" მატჩში სამი ქულა მოუტანა. მან დუბლი შეასრულა და თავისი საგოლე სერია გააგრძელა. წლევანდელ სეზონში მის აქტივში უკვე 26 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა...

ჯერჯერობით ბენზემასთვის ეს "რეალში" ჩატარებული საუკეთესო სეზონი არ არის. თუმცა, ის ამასთან ახლოსაა. ქარიმისთვის დღესდღეობით გატანილი 26 გოლი მესამე შედეგია. მან 2010/11 წლების სეზონში ამდენივე გაიტანა, 2015/16 წლების სეზონში მის აქტივში 28 გოლი იყო. იმისათვის, რომ ფრანგმა ფორვარდმა 2011/12 წლების სეზონში (32 გოლი) მიღწეული შედეგი გაიმეოროს, 6 გოლის გატანა ესაჭიროება. ბენზემას დღევანდელ ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ის ამ შედეგს გაიმეორებს და შესაძლოა გააუმჯობესოს კიდეც.

თუმცა, ამ კარგ სტატისტიკას ის ფაქტი აფუჭებს, რომ ბენზემამ წლევანდელ სეზონში "რეალის" უშუალო კონკურენტებს მხოლოდ 1 გოლი გაუტანა. ეს ევროპის სუპერთასზე "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მოხდა. ამ სეზონში ქარიმმა "ბარსელონას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 შეხვედრაში გოლის გატანა ვერ მოახერხა. მართალია, მან ამსტერდამის "აიაქსს" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ მატჩში გაუტანა, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში სხვა თანაგუნდელების მსგავსად ვერაფერი შეძლო.

ამასთან ერთად, კვლავ იგრძნობა, რომ ბენზემა ის გადამწყვეტი ფეხბურთელი არ არის, რომელიც "რეალს" სჭირდება. მან "ეიბარს" ორჯერ გაუტანა, მაგრამ კიდევ ორი 100%-იანი მომენტი ვერ გამოიყენა და ბურთი ძელსაც გაარტყა. მეტი სიზუსტის შემთხვევაში ბენზემას ჰეთ-ტრიკის ან სულაც პოკერის შესრულება შეეძლო. მიზანში მისი დარტყმების მხოლოდ 54% ხვდება, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ის იშვიათად ურტყამს. ფრანგი ფორვარდი კარის მიმართულებით დარტყმას ყოველ 34 წუთში ანხორციელებს, როცა მესი ამას ყოველ 19 წუთში აკეთებს.

თუმცა, ევროპის 5 წამყვან ლიგაში (ესპანეთი, ინგლისი, იტალია, გერმანია, საფრანგეთი) ბენზემაზე მეტი გოლი მხოლოდ ხუთმა ფეხბურთელმა გაიტანა. ეს ფეხბურთელები მესი, მბაპე, ლევანდოვსკი, აგუერო და პიონტეკი არიან. კრიშტიანუ რონალდუსაც კი ფრანგზე ორით ნაკლები გოლი აქვს გატანილი. თუმცა, პორტუგალიელმა 12 მატჩით ნაკლები ჩაატარა. ეს არგუმენტები იმაზე მეტყველებენ, რომ "რეალს" არ სჭირდება გოლეადორი, რომელიც ბენზემას დაჩრდილავს, რომლის მფარველებიც ზინედინ ზიდანი და ფლორენტინო პერესი არიან.

ბენზემა - 37 დარტყმა, 5 გოლი

ფრანგი ფორვარდის დაბალშედეგიანობა......

ბენზემა - 4 გოლი ბოლო 4 ტურში

ფრანგმა ფორვარდმა ლა ლიგის წლევანდელ სეზონში მეტოქეთა კარი 9-ჯერ აიღო......

რონალდუს "მესტალიაზე" "ვალენსიას" კარში 5 გოლი აქვს გატანილი

კრიშტიანუ რონალდუ "მესტალიაზე" ისევ ბრუნდება. პორტუგალიელი "ვალენსიას" ლა ლიგაში ექვსჯერ დაუპირისპირდა და ხუთი გოლი გაუტანა. რონალდუმ "ღამურების" სტადიონზე მხოლოდ ორ შეხვედრაში ვერ შეძლო გოლის გატანა: 2010/11 და 2015/16 წლების...

"რეალი" – ყველაზე შედეგიანი გუნდი ევროპის 5 წამყვან ლიგაში

მადრიდის "რეალმა" ქვეყნის პირველობა 118 გოლით დაასრულა. ეს კლუბის ისტორიაში მეორე შედეგია......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.