MADRIDISTA.GE

Real Madrid News

"რეალი" აზარის გადაბირების შემდეგ პოგბას ტრანსფერზე გადაერთო

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური, ტრანსფერები თარიღი: 9-04-2019, 02:10
"რეალი" აზარის გადაბირების შემდეგ პოგბას ტრანსფერზე გადაერთო

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის "რეალმა" ლონდონის "ჩელსისთან" ედენ აზარის ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია. ახლა კი მადრიდელები "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას ტრანსფერზე სრულად გადაერთვნენ...

მადრიდელები ნახევარდაცვის ცენტრის გაძლიერებას გეგმავენ და პოგბა პრიორიტეტული ვარიანტია. თუმცა, ამ ტრანსფერის გაჩარხვა აზარის ტრანსფერზე ბევრად რთული იქნება და "რეალის" ხელმძღვანელობა ამას აცნობიერებს. ფრანგი ნახევარმცველის შესაძენად დიდძალი თანხის დახარჯვა იქნება საჭირო.

"მანჩესტერ იუნაიტედში" უკვე იციან, რომ პოგბას "რეალში" გადაბარგება სურს, მაგრამ ინგლისელები თავიანთი სუპერვარსკვლავის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ. მანჩესტერელებმა ფრანგ ნახევარმცველს თავისი აგენტის მინო რაიოლას მეშვეობით კონტრაქტის გახანგრძლივება უკვე შესთავაზეს. ამით კლუბს სურს თქვას, რომ პოგბას გაყიდვას არ აპირებს. ამავდროულად, "რეალი" სიმშვიდეს ინარჩუნებს. მადრიდელებს იმედი აქვთ, რომ რაიოლა და პოგბა "იუნაიტედზე" ზეწოლას მოახდენენ. თუმცა, იციან, რომ ფრანგის ტრანსფერი მინიმუმ 120 მლნ. ევრო დაჯდება. "რეალის" ხელმძღვანელობა" ზინედინ ზიდანის თხოვნით ფრანგის შესაძენად ყველაფერს გააკეთებს, მაგრამ ნებისმიერი თანხის გადახდას არ აპირებს.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" აცნობიერებენ, რომ შემადგენლობის გადახალისება აუცილებელია. განსაკუთრებით ვარსკვლავების შეძენის კუთხით და პოგბას შეუძლია მომავალი "რეალის" წამყვანი ფიგურა გახდეს, მაგრამ მადრიდელები მის სანაცვლოდ ნებისმიერი თანხის გადახდას არ აპირებენ.

ზიდანს სურს ამერიკულ ტურნეში უკვე გუნდის ახალწვეულებთან ერთად გაემგზავროს. თუმცა, არის იმის საშიშროება, რომ პოგბას ტრანსფერი დაუსრულებელ სერიალად იქცეს. "იუნაიტედს" მისი შენარჩუნება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. კლუბი მას არ გაყიდის და სხვა მაღალი დონის ვარსკვლავს არ დაიმატებს. უფრო მეტიც, "წითელი ეშმაკები" ზაფხულში ანდერ ერერასაც დაკარგავენ. ამიტომ, სულშერი ნახევარდაცვის დაკომპლექტებას პოგბას შესაძლო წასვლამდე შეეცდება.

"რეალის" ხელმძღვანელობას სურს პოგბას შეძენით ზიდანი გაახაროს, მაგრამ მათ სატრანსფერო სიაში სხვა ნახევარმცველებიც არიან. თუმცა, პოგბას დონის არცერთი არაა. ზიზუ თვლის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი "რეალში" გადაბარგებისთვის ხელსაყრელ ასაკშია.

"პოგბა ნამდვილად მომწონს. მას პირადად ვიცნობ. ის უნიკალური ფეხბურთელია და გუნდისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს. მსოფლიოში ცოტაა ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც პოგბას მსგავსად თამაში შეუძლია. მან კარგად იცის, როგორ დაეხმაროს დაცვას და შეტევას. ის მოედანზე უნივერსალია" - განაცხადა ზიდანმა გასულ კვირას.

მიატოვიჩი: "ზიდანს პოგბას შეძენა სურს"

მადრიდის "რეალის" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა პრედრაგ მიატოვიჩმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველ პოლ პოგბას "სამეფო კლუბში" შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა......

"რეალი" პოგბას სანაცვლოდ 125 მლნ. ევროს გადახდას არ აპირებს

მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობა პოლ პოგბას ტრანსფერზე მუშაობას აგრძელებს......

ზიდანის თხოვნის მიუხედავად, "რეალი" პოგბას შეძენას არ შეეცდება

Cadena Ser-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზინედინ ზიდანმა ხელმძღვანელობას პოლ პოგბას ტრანსფერისთვის ბრძოლა სთხოვა. თუმცა, ფლორენტინო პერესმა ფრანგი მწვრთნელი უარით გაისტუმრა. "რეალის" პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა,...

AS: "რეალი" პოგბას სანაცვლოდ 120 მლნ. ევროს გადახდას გეგმავს

მადრიდის "რეალი" ტურინის "იუვენტუსის" ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტრანსფერის იდეას მიუბრუნდა, რომლის გადაბირებაც "მანჩესტერ იუნაიტედსაც" სურს......

"რეალის" დილემა: აზარი, კანტე თუ პოგბა?

მადრიდის "რეალში" განიხილავენ იმ საკითხს, თუ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ნახევარდაცვის ცენტრი ახალ სეზონში. ზინედინ ზიდანი პოლ პოგბას გადაბირებით ინტერესდება. თუმცა, არა ნებისმიერი თანხის სანაცვლოდ. იმ შემთხვევაში, თუ "რეალი" ედენ...

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.