MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ნავასს "რეალში" დარჩენის იმედი აქვს

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური თარიღი: 9-04-2019, 16:15
ნავასს "რეალში" დარჩენის იმედი აქვს

კეილორ ნავასი აგრძელებს იმ ფაქტის უარყოფას, რომ ზაფხულში "რეალი" მის გაყიდვას გეგმავს. კოსტა-რიკელი გოლკიპერი ზინედინ ზიდანის მიერ ბოძებული თითოეული შანსისგან სიამოვნებას იღებს. არ შეიძლება ითქვას, რომ ის ბედნიერია, რადგან მადრიდელებმა ეს სეზონი უბრალოდ საშინლად ჩაატარეს, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ მოედანზე გასვლა ისევ შეუძლია, მის სახეზე ღიმილი დააბრუნა...

ნავასისთვის "ეიბართან" მატჩი განსაკუთრებული გამოდგა. კოსტა-რიკელმა ლა ლიგაში "რეალის" მაისურით მე-100 მატჩი ჩაატარა და პირველი უცხოელი მეკარე გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია. ეს კეილორისთვის საამაყო ფაქტია. მან 100 მატჩიდან 72 მოიგო, 17 ფრედ დაასრულა და მხოლოდ 11 წააგო. შესანიშნავი სტატისტიკაა იმ მეკარისთვის, რომელმაც ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ზიდანისთვის ხელშეუხებელი ფიგურა იყო.

ნავასს "რეალთან" კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება და მისი სურვილია კარიერა მადრიდში დაასრულოს.

კეილორ ნავასი "ხეტაფესთან" მატჩს გამოტოვებს

კოსტა-რიკელმა გოლკიპერმა მცირე დაზიანება მიიღო......

ნავასმა "რეალის" მაისურით 50-ე მატჩი ჩაატარა

კოსტა-რიკელმა გოლკიპერმა ამ ნიშნულს "ვილიარეალთან" მატჩში მიაღწია......

კეილორ ნავასს 29 წელი შეუსრულდა

კოსტა-რიკელი გოლკიპერი მადრიდის "რეალში" მეორე სეზონს ატარებს......

კეილორ ნავასის პირველი "ელ კლასიკო"

კოსტა-რიკელი გოლკიპერი მადრიდის "რეალის" მაისურით "ბარსელონას" წინააღმდეგ პირველად ითამაშებს......

კეილორ ნავასს რეკორდამდე ერთი ნაბიჯი აშორებს

კოსტა-რიკელი გოლკიპერი შესაძლოა "სამეფო კლუბის" ისტორიაში შევიდეს......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.