MADRIDISTA.GE

Real Madrid News

რაული "კასტილიას" ჩაიბარებს, ჩაბი ალონსო - "ხუვენილ A"-ს

კატეგორია: სიახლეები, არაოფიციალური თარიღი: 10-04-2019, 17:59
რაული "კასტილიას" ჩაიბარებს, ჩაბი ალონსო - "ხუვენილ A"-ს

მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ სისტემაში რაულისა და ჩაბი ალონსოს სამწვრთნელო წარმატებები შეუმჩნეველი არ დარჩენილა. გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩემპიონები ზაფხულში დაწინაურდებიან...

რაული "კასტილიას" ჩაიბარებს, რომელიც ამჟამად სეგუნდაში აღზევებისთვის იბრძვის, ხოლო ჩაბი ალონსო "ხუვენილ A"-ს თავკაცი გახდება.

თავიანთ ასაკობრივ კატეგორიაში მოპოვებული გამარჯვებები რაულს და ალონსოს ელიტარული სამწვრთნელო ლიცენზიის მიღებაში დაეხმარებათ, რომელიც აპრილის მიწურულს-მაისის დასაწყისში ლას-როსასში გაიმართება.

რაც შეეხება "კასტილიას" ამჟამინდელ თავკაც მანოლო დიასს და "ხუვენილ A"-ს მთავარ მწვრთნელ დანი პოიატოსს, ისინი განურჩევლად შედეგებისა, სეზონის ბოლოს თავიანთ პოსტს დატოვებენ. მიუხედავად ამისა, დიასი და პოიატოსი კლუბის სისტემაში დარჩებიან. მანოლო კანტერაში ერთ-ერთ თანამდებობას დაიკავებს, ხოლო პოიატოსი დიდი ალბათობით "ხუვენილ B"-ს გაწვრთნის.

Marca: "რეალს" დროებით სანტიაგო სოლარი გაწვრთნის

მომდევნო 15 დღის განმავლობაში მადრიდის "რეალის" მწვრთნელი სანტიაგო სოლარი იქნება, რომელიც ამჟამად "კასტილიას" თავკაცობს......

ჩაბი ალონსომ სამწვრთნელო კარიერა გამარჯვებით დაიწყო

ჩაბი ალონსოს მიერ გაწვრთნილმა "ინფანტილ A"-მ ამხანაგურ მატჩში "მორატალასი" (3:0) გაანადგურა......

ჩაბი ალონსოს პირველი სამწვრთნელო ნაბიჯები

ჩაბი ალონსომ მადრიდის "რეალის" ახალგაზრდულ გუნდში სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. ის "ინფანტილ A"-ს თავკაცი ოფიციალურად გახდა......

ჩაბი ალონსო "ინფანტილ A"-ს გაწვრთნის

"რეალის" ექს-ფეხბურთელი მალე კლუბის სტრუქტურაში დასაქმდება......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.