MADRIDISTA.GE

Real Madrid News

გინერი: "რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო არ არის. საუკეთესოები "რეალიდან" "იუვეში" არ გადადიან"

კატეგორია: სიახლეები, ოფიციალური, ინტერვიუ თარიღი: 10-04-2019, 20:20
გინერი: "რონალდუ მსოფლიოში საუკეთესო არ არის. საუკეთესოები "რეალიდან" "იუვეში" არ გადადიან"

მოსკოვის "ცსკა"-ს პრეზიდენტმა ევგენი გინერმა კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" "იუვენტუსში" ტრანსფერს კომენტარი გაუკეთა. გინერის თქმით, "იუვენტუსს" კიდევ 200 წელიწადი დასჭირდება იმისათვის, რომ ევროპაში "რეალის" სიდიადეს მიაღწიოს...

ცოტა ხნის წინ, რონალდუ "რეალიდან" "იუვენტუსში" გადაბარგდა. რას იტყოდით ამის შესახებ?

"ის მსოფლიოში საუკეთესო არ არის. საუკეთესოები "რეალიდან" "იუვენტუსში" არ გადადიან. "იუვენტუსი" "იუვენტუსია", ხოლო "რეალი" - "რეალი", მიუხედავად იმისა, რომ ანიელების ოჯახს დიდ პატივს ვცემ".

მაგრამ ახლა ტურინელები ისეთ გუნდს ქმნიან, რომელიც "რეალს" არაფრით ჩამორჩება...

"არამც და არამც. შესაძლოა "იუვენტუსმა" "რეალი" ერთ კონკრეტულ შეხვედრაში დაამარცხოს, მაგრამ უკეთესი ვერ იქნება. იგივეა ფორმულა 1-ში, როცა "მერსედესის" ან "ფერარის" გამარჯვებების რაოდენობას ვაკვირდებით - ისინი ყოველთვის ბევრია, ხოლო "რედ ბულს" ორი გამარჯვება აქვს. თუ გაიხსენებთ, თუ რამდენჯერ მოიგო "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა, მიხვდებით, რომ "იუვენტუსს" მადრიდელთა სიდიადის მისაღწევად 200 წელიწადი დასჭირდება".

მესი: "კარგი იქნებოდა რონალდუ "რეალში" დარჩენილიყო"

კატალონიის "ბარსელონას" ფორვარდ ლიონელ მესის განცხადებით, კარგი იქნებოდა კრიშტიანუ რონალდუ "რეალიდან" "იუვენტუსში" არ გადაბარგებულიყო......

კაზემირო: "რონალდუ გვენატრება"

კაზემირომ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა, რომელიც ზაფხულში "რეალიდან" "იუვენტუსში" გადაბარგდა......

"რეალიდან" წასვლა ვინანე" - პანუჩი რონალდუს "იუვენტუსში" ტრანსფერს ეხმაურება

მადრიდის "რეალის" ექს-მცველმა კრისტიან პანუჩიმ კრიშტიანუ რონალდუს "იუვენტუსში" ტრანსფერზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თვითონ თავის დროზე "რეალიდან" "ინტერში" გადაბარგება ინანა......

გიგზი: "რონალდუ იმ იდეითაა შეპყრობილი, რომ მესიზე უკეთესი იყოს"

"მანჩესტერ იუნაიტედის" ექს-ფეხბურთელმა რაიან გიგზმა კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" "იუვენტუსში" ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა......

ლიპი: "რონალდუ "იუვენტუსში" სხვა ჩემპიონებს მიიზიდავს"

ცნობილმა იტალიელმა სპეციალისტმა მარჩელო ლიპიმ კრიშტიანუ რონალდუს "რეალიდან" "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგებაზე კომენტარი გააკეთა......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.