MADRIDISTA.GE

Real Madrid News

ედეგორი: "გადაწყვეტილების მისაღებად "რეალის" ხელმძღვანელობას გავესაუბრები"

კატეგორია: სიახლეები, ტრანსფერები, ინტერვიუ თარიღი: 10-04-2019, 21:04
ედეგორი: "გადაწყვეტილების მისაღებად "რეალის" ხელმძღვანელობას გავესაუბრები"

ნორვეგიელ ტალანტს თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიღების სურვილი აქვს...

სატრანსფერო ბაზარზე მუშაობის გარდა, მადრიდის "რეალის" ხელმძღვანელობამ იმ ფეხბურთელების საკითხიც უნდა გადაწყვიტოს, რომლებიც ამ დროისათვის არენდით სხვა კლუბებში ასპარეზობენ. მატეო კოვაჩიჩის და ხამეს როდრიგესის გარდა, განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდა ნორვეგიელ ნახევარმცველ მარტინ ედეგორსაც ეთმობა, რომელიც ამ სეზონში "ვიტესის" ღირსებას იცავს.

ედეგორმა "პსვ"-სთან მატჩის შემდეგ განაცხადა: "გადაწყვეტილების მისაღებად "რეალის" ხელმძღვანელობას გავესაუბრები". გაზეთ AS-ის ინფორმაციით, 20 წლის ნორვეგიელს თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება რაც შეიძლება მალე სურს, რათა ასეთ სიტუაციაში აღარ იყოს.

მანამდე, ჰოლანდიური და ესპანური პრესა იუწყებოდა, რომ ედეგორის შეძენით ამსტერდამის "აიაქსი" იყო დაინტერესებული და მის სანაცვლოდ 20 მლნ. ევროსაც იხდიდა.

ზინედინ ზიდანს სურს ედეგორი ამერიკულ ტურნეში გუნდთან ერთად გაემგზავროს. ფრანგი სპეციალისტი ნორვეგიელს დააკვირდება და მისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას საზაფხულო შეკრების შემდეგ მიიღებს.

Marca: "აიაქსს" ედეგორის შეძენა სურს

გაზეთ Marca-ს ინფორმაციით, ამსტერდამის "აიაქსი" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველ მარტინ ედეგორის შეძენით ინტერესდება, რომელიც ამჟამად არენდით "ვიტესში" ასპარეზობს......

კონტე "რეალის" წინადადებას ელოდება

ლონდონის "ჩელსის" მთავარ მწვრთნელს მსოფლიოს საუკეთესო კლუბის გაწვრთნის სურვილი აქვს......

ზიდანს ამერიკულ ტურნეში სებალიოსის წაყვანა სურს

გაზეთ AS-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანს "ბეტისის" ნახევარმცველ დანი სებალიოსის შეძენა ძალიან სურს......

"პსჟ" ედეგორის გადაბირებით დაინტერესდა

Le10Sport -ის ინფორმაციით, პარიზელები მადრიდის "რეალის" 16 წლის ნორვეგიელი ტალანტით დაინტერესდნენ......

×

ინფორმაცია

ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


? - ?

15.04.2019 23:00


2 - 1

06.04.2019 18:15
  გუნდი გატ გაშ
1 ბარსელონა 31 81 31 73
2 ატლეტიკო 31 45 21 62
3 რეალი 31 54 37 60
4 ხეტაფე 31 38 27 50
5 სევილია 31 51 37 49
6 ალავესი 31 32 38 45




Powered by MADRIDISTA.GE - Real Madrid News. We Are MADRIDISTAs - We Are #1. 2010-2018.