რობერტო კარლოსი: "კაპელო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელია"

რობერტო კარლოსი: "კაპელო ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელია"

მადრიდის "რეალის" და ბრაზილიის ნაკრების ექს-მცველმა რობერტო კარლოსმა თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან მწვრთნელზე ისაუბრა...

"ინტერში" ასპარეზობისას როი ჰოჯსონმა გამანადგურა. ის ნახევარდაცვაში მათამაშებდა".

"ნაკრებში თამაშის საშუალება არ მექნებოდა, ხოლო 1997 წელს ამერიკის თასზე ვიასპარეზე. ერთმანეთთან არცთუ ისე კარგი ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ ევროპულ ფეხბურთზე ცოტა რამ ვიცოდი".

"მორატის ("ინტერის" ექს-მფლობელი - ავტ.) ვესაუბრე და მას ჩემი გუნდიდან გაშვება ვთხოვე".

"შემდეგ "რეალში" გადავბარგდი, რომელსაც კაპელო წვრთნიდა. ის ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელია"
- განაცხადა რობერტო კარლოსმა.

ბრაზილიელმა "ინტერში" მხოლოდ ერთი სეზონი (1995/96) გაატარა, შემდეგ კი "რეალის" მაისური მოირგო.

AS

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.